ფეხბურთი

10:25 | 22.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძე და "ბენფიკა" - დაინტერესება რეალურია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძით ლისაბონის „ბენფიკა“ რომ გახლავთ დაინტერესებული, უკვე ცნობილია. ამასთან დაკავშირებით, მაკარიძეს WORLDSPORT.GE გაესაუბრა.

როგორც გიორგიმ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ჯერჯერობით საქმე არც წინ წასულა და არც უკან. იქვე აღნიშნა, რომ „ბენფიკას“ იგი მომდევნო სეზონისთვის სჭირდება და თუ ტრანსფერი შედგა, თავიდან სხვა გუნდში მოუწევს იჯარით თამაში.

„ბენფიკას“ ინტერესი ისევ არის და საუბარი რეალურია, უბრალოდ, ლისაბონელებს შემდეგი სეზონისთვის ვჭირდები და ახლა თუ მიყიდიან, სხვა გუნდში გამანათხოვრებენ. სიმართლე გითხრათ, სხვა კლუბებიდანაც არის დაინტერესება, თუმცა, ჯერჯერობით მაინც კონკრეტულ წინადადებას ველოდები. რაც შეეხება სხვა კლუბებს, დასახელებისგან მირჩევნია თავი შევიკავო.

არაფერს გამოვრიცხავ - „მორეირენსესთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაკავშირებს და შეიძლება დავრჩე კიდეც. რაც შეეხება განვლილ სეზონს, რა თქმა უნდა, დადებითად შევაფასებ. როგორც პირადად ჩემთვის, ისე მთლიანად გუნდისთვის“, - გვითხრა გიორგიმ.

შეგახსენებთ, მაკარიძე პორტუგალიაში 2014 წლიდან მოყოლებული თამაშობს. თავიდან, ორი სეზონის განმავლობაში „ფეირენსეს“ ღირსებას იცავდა და გუნდის ლიდერიც იყო, ხოლო გასული სეზონი უკვე პრიმეირა ლიგის ბინადარ „მორეირენსეში“ გაატარა - გუნდის უმაღლესში დარჩენაში საკმაო წვლილიც შეიტანა და პორტუგალიის ლიგის თასიც მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114121