ფეხბურთი

21:56 | 21.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ერთწლიანი სასჯელი და 2-მილიონიანი ჯარიმა დი მარიას

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და პსჟ-ს შემტევს ანხელ დი მარიას გადასახადების დაფარვისთვის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ჯარიმის სახით 2 მილიონი ევროს გადახდა დააკისრეს.

ევროპული გამოცემების ცნობით, 29 წლის ფეხბურთელმა, რომლის საქმესაც ესპანეთის პროკურატურა იძიებდა, დანაშაული თავად აღიარა. დადასტურდა, რომ დი მარიამ “რეალში” თამაშის დროს (2010-2014 წლები) გადასახადებისგან თავის არიდებით საგადასახადო სამსახურს 1,3 მილიონი ევრო დაუმალა. ესპანური კანონმდებლობით, თუკი დანაშაული პირველადაა ჩადენილი და სასჯელის ვადა ორ წელზე ნაკლებია, ბრალდებულს ციხეში ყოფნა არ უწევს. ამის გათვალისწინებით, არგენტინელი ჩვეულად განაგრძობს ფეხბურთის თამაშს.

შეგახსენებთ, მსგავსი დანაშაულისთვის ესპანეთის სასამართლოს წინაშე წარდგომა ბოლო პერიოდში არაერთ სპორტსმენს მოუწია, მათ შორის ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს.

0.110052