ფეხბურთი

18:00 | 21.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ტრენჩინმა" სლოვაკეთის ჩემპიონს 6:3 მოუგო, ბერიძემაც გაიტანა

ამხანაგური მატჩი გაიმართა სლოვაკურ გუნდებს შორის და გიორგი ბერიძის "ტრენჩინმა" 6:3 სძლია ჩემპიონ "ჟილინას". ექვსიდან ერთი გოლი გიორგი ბერიძემ გაიტანა. 20 წლის ქართველი გარემარბი მომდევნოს სეზონსაც "ტრენჩინში" გაატარებს: ბელგიური "გენტიდან" გახლავთ განათხოვრებული.

როგორც იცით, "ტრენჩინი" ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე იქნება ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე. ახალგაზრდული გუნდია, 19-დან 22 წლამდე ფეხბურთელები სჭარბობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119418