ფეხბურთი

13:35 | 21.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: უეფამ "რედ ბულებს" მწვანე შუქი აუნთო

უეფამ ორი „რედ ბულის“ დილემა გადაჭრა - როგორც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, დაიშვა გამონაკლისი და დამდეგ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ერთი იურიდიული პირის დაქვემდებარებაში მყოფ ორ გუნდს მისცეს თამაშის საშუალება.

გერმანულ „ლაიპციგს“ და ავსტრიულ „ზალცბურგს“ სწორედ ერთი კომპანია, კერძოდ „რედ ბული“ მფარველობს და ბედის ირონიით, ორივემ მოახერხა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა. აქამდე იყო ვარაუდი, რომ გათამაშებიდან ორივე თუ არა, ერთი მაინც მოიხსნებოდა, მაგრამ უეფამ სპორტული პრინციპი არ დაარღვია და მონაწილეობის უფლება ორივეს დართო.

გერმანულმა „რედ ბულმა“ ბუნდესლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და ჯგუფურ ეტაპზე უკვე მოხვედრილია, ხოლო ზალცბურგის „რედ ბულმა“ ავსტრიის ჩემპიონატი მოიგო და საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს ჩართვა.

აქვე გეტყვით, რომ უეფა ანალოგიურ სიტუაციაში ადრეც ყოფილა: 1998 წელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება ათენის აეკ-მა და პრაღის „სპარტამ“ ირგუნეს, მაგრამ უეფაში მკაცრი გადაწყვეტილება მიიღეს და ტურნირში თამაშის უფლება არცერთს მისცეს - ორივე გუნდი მაშინ კომპანია Eric-ს ეკუთვნოდა.

0.111587