ფეხბურთი

10:05 | 21.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

გადაწყდა: ყაზაიშვილი MLS-ში

ვაკო ყაზაიშვილი ამერიკის MLS-ში ითამაშებს. ჰოლანდიური გამოცემა Telegraaf.nl-ის ცნობით, აღნიშნული უკვე გადაწყვეტილია და 24 წლის ქართველი „სან ხოსეს“ ფეხბურთელი გახდება.

როგორც წყარო გვამცნობს, „ვიტესსა“ და კალიფორნიულ გუნდს შორის უკვე მიღწეულია საბოლოო შეთანხმება ქართველის ამერიკაში გადაბარგების შესახებ. რაც შეეხება ვაკოსა და მომავალ კლუბს, მათ კონტრაქტზე აქამდე მოილაპარაკეს - მოკლედ, ტრანსფერს წინ აღარაფერი უდგას.

აღნიშნულის შესახებ აქამდეც გაცნობეთ, მაგრამ ახლა უკვე გადაწყვეტილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყაზაიშვილი MLS-ში გაირჯება.

ვაკოს „ვიტესთან“ კონტრაქტი 2018 წლის ივნისში ეწურება, ხოლო გასული სეზონი იჯარით ვარშავის „ლეგიაში“ გაატარა. რაც შეეხება „სან ხოსეს“ - დასავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფება 20 ქულით.

0.127488