ჩოგბურთი

23:26 | 20.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა 11 მატჩ-პოინტი გადაარჩინა, მაგრამ მაინც წააგო

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლონდონის ტურნირის პირველ ეტაპზე ავსტრიელ ჟილ მიულერთან 4:6, 7:6, 4:6 დამარცხდა. პირველ სეტში მიულერმა ერთი ბრეიკით მოიგო, მეორე სეტში ნიკოამ 11 მატჩ-პოინტი გადაარჩინა და ტაი-ბრეიკზე დაძაბულ ბრძოლაში 19:17 იმარჯვა.

გადამწყვეტ მესამე სეტში თითქოს ფსიქოლოგიური უპირატესობა ქართველის მხარეს უნდა ყოფილიყო, მაგრამ მიულერი თავის ჩაწოდებაზე დიდებულად თამაშობდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ბასილაშვილს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც კი არ ჰქონია, როცა მიულერს 11 ჰქონდა, საიდანც 2 ბრეიკად აქცია. მიულერმა 22 ეისი ჩააწოდა, ხოლო ნიკამ მხოლოდ 2.

მიულერის მომდევნო მეტოქე ჟო ვილფრედ ცონგა იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111498