ფეხბურთი

21:04 | 20.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რუსთავმა" მეორე წრე მოგებით დაასრულა

კარგ ფორმაშია "რუსთავი" და ამჯერადაც დამაჯერებლად იმარჯვა ეროვნულ ლიგა 2-ში. ვარლამ კილასონიას გუნდმა 4:1 სძლია ტყიბულის "მეშახტეს" და 39 ქულას უწია. რუსთაველები მეორე პოზიციაზე არიან. ეს მეორე წრის ბოლო ტური და შესაბამისად, სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა.

"მეშახტეს" ორი გოლი გაუტანა ეროვნული ლიგა2-ის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა დათა სიჭინავამ. ზაზა ციცქიშვილმა და გურამ მინდორაშვილმა კი თითო გოლი მიითვალეს. მასპინძელთაგან ნიკა ჭკუასელმა გამოიჩინა თავი. ტყიბულელები ბოლოსწინა ადგილზე დარჩნენ.

მეშახტე - რუსთავი 1:4

გოლები: 0:1 სიჭინავა (2), 0:2 ციცქიშვილი (27), 0:3 მინდორაშვილი (81), 0:4 სიჭინავა (84), 1:4 ჭკუასელი (86)

ეროვნული ლიგა2-ის მე-18 ტურის დანარჩენი მატჩების განრიგი:

21 ივნისი

18:00. მცხეთა. მცხეთა პარკი. ცხინვალი - გაგრა

22 ივნისი

18:00. მცხეთა. მცხეთა პარკი. ვიტ ჯორჯია - გურია

18:00. ბოლნისი. თამაზ სტეფანია. სიონი - სამგურალი

18:00. მარტვილი. მურთაზ ხურცილავა. მერანი - ზუგდიდი

1. მერანი 17 +24 39
2. რუსთავი 18 +20 39
3. გაგრა 17 +16 36
4. სიონი 17 0 28
5. სამგურალი 17 +2 28
6. ვიტ ჯორჯია 17 +6 26
7. გურია 17 -13 15
8. ცხინვალი 17 -13 14
9. მეშახტე 18 -23 12
10. ზუგდიდი 17 -19 8

0.118786