ფეხბურთი

17:11 | 20.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანის” გულშემატკივრები: ფეხბურთს რაიოლასნაირი ადამიანები აფუჭებენ

იტალიური “მილანის” გულშემატკივრები ახალგაზრდა და პერსპექტიულ მეკარეს ჯანლუიჯი დონარუმას თავის საქციელს მხოლოდ იმ შემთხვევაში აპატიებენ, თუ ჯიჯი მის აგენტთან, მინო რაიოლასთან თანამშრომლობას შეწყვეტს. ეს განცხადება ტიფოზებმა curvasudmilano.it-ზე გაავრცელეს.

“ჩვენ გვესმის, რომ ბოლო რამდენიმე დღე არ იყო ადვილი დონარუმასათვის, მის მიმართ ძალიან ბევრი კრიტიკა იყო. როდესაც გუნდს სიყვარულს ეფიცები და შემდეგ ზურგს აქცევ, გულშემატკივრებს ვერ გაამტყუნებ, რადგან სიტუაცია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უმართავი გახდა”.

“რა თქმა უნდა ჩვენ არ ვამართლებთ მუქარას, მაგრამ ამით ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. დღეს ფეხბურთს ისეთი ადამიანები აფუჭებენ, როგორიც რაიოლაა. მას შეუძლია დიდი ზეგავლენა მოახდინოს და ფეხბურთელები კარიერისა და ისტორიის გარეშე დატოვოს. მას მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს”.

“მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია სიტუაციის გამოსწორება. ჩვენ ვურჩევთ დონარუმას, რომ შეწყვიტოს რაიოლასთან ურთიერთობა, ვცდილობთ გადავარჩინოთ 18 წლის მოთამაშის იმიჯი არასწორი გადაწყვეტილებისაგან”.

ჯანლუიჯი დონარუმა ამჟამად პოლონეთში მიმდინარე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე იმყოფება, თუმცა კრიტიკას ვერც სხვა ქვეყანაში გაექცა. “როსონერის” უცხოელმა გულშემატკივრებმა მატჩის მსვლელობისას ფეხბურთელს ყალბი დოლარები და ბანერი გადმოუფინეს წარწერით - დოლარუმა.

თავად აგენტი მოლაპარაკების ჩაშლაში “მილანს” ადანაშაულებს, თუმცა გულშემატკივრებისათვის ერთადერთი დამნაშავე რაიოლაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112613