ისტორია

9:56 | 20.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

20 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა გია გეგუჩაძე. თბილისის “დინამოს”, “ზესტაფონის”, ქუთაისის “ტორპედოს” მწვრთნელი. 2004 წელს “დინამო” უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. დინამოელებთან ერთად მოიგო დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი (2004, 2015). “ზესტაფონი” საქართველოს ჩემპიონი გახადა (2011). წვრთნიდა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს, 2018 წლიდან კი "დინამო ბათუმში" მუშაობს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1936 - ლეგენდარულმა ამერიკელმა მძლეოსანმა ჯესი ოუენსმა 100 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (10,2 წმ).

1954 - მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონატი ფეხბურთში (შვეიცარია). უნგრეთი-გფრ 8:3; იტალია-ბელგია 4:1.

1954 - თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი “ფორვერტსი” 4:1 დაამარცხა. ქართველთაგან გოლები მახარაძემ, გაგნიძემ, ღოღობერიძემ და ჭკუასელმა გაიტანეს. შეხვედრა თბილისში ჩატარდა. “დინამო”: მარღანია, ელოშვილი, რუსაძე, სარჯველაძე, მახარაძე, ნ. გაგნიძე, ა. კოტრიკაძე (ჭკუასელი), კ. გაგნიძე, ღოღობერიძე, ანთაძე, თოდრია.

1960 - ფლოიდ პატერსონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ინგემარ იოჰანსონი მეხუთე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

1964 - ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში. მატჩი მესამე ადგილისთვის. უნგრეთი-დანია 3:1 (დამატებითი დრო). გოლები ნოვაკმა (2), ბენემ (უნგრეთი) და ბერტელსენმა (დანია) გაიტანეს. ბარსელონას “ნოუ კამპზე” თამაშს 30869 მაყურებელი დაესწრო.

1967 - ამერიკულ არმიაში სამსახურზე უარის თქმის გამო, მუჰამედ ალი სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

1970 - მსოფლიოს მეცხრე ჩემპიონატი ფეხბურთში (მექსიკა). მატჩი მესამე ადგილისათვის. გფრ-ურუგვაი 1:0. გოლი ვოლფგანგ ოვერატმა გაიტანა.

1976 - ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში. ფინალი. ჩეხოსლოვაკია-გფრ 2:2. ძირითად დროში გოლები შვეგლიკმა, დობიაშმა (ჩსსრ) და დიტერ მიულერმა და ჰოლცენბაინმა (გფრ) გაიტანეს. პენალტების სერია კი, ჩეხოსლოვაკიელებმა 5:3 მოიგეს და კონტინენტის ჩემპიონობა მოიპოვეს. ჩეხოსლოვაკია: ვიქტორი, პივარნიკი, ონდრუში, ჩაპკოვიჩი, გეგი, დობიაში (ვესელი), მოდერი, პანენკა, მასნი, შვეგლიკი (იურკემიკი), ნეჰოდა. გფრ: მაიერი, ფოგთსი, ბეკენბაუერი, შვარცენბეკი, დიტცი, ბონჰოფი, ბეერი (ბონგარტცი), ვიმერი (ფლოე), ული ჰიონესი, დიტერ მიულერი, ჰოლცენბაინი. თამაში ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” სტადიონზე ჩატარდა და მას 31 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1980 - რობერტო დურანმა საშუალო წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, შუგარ რეი ლეონარდსი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილების შედეგად დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1982 - მსოფლიოს მეთორმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (ესპანეთი). გფრ-ჩილე 4:1; ინგლისი-ჩეხოსლოვაკია 2:0; ესპანეთი-იუგოსლავია 2:1.

1990 - იტალიის მსოფლიოს მეთოთხმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. კოსტა-რიკა-შვედეთი 2:1; ბრაზილია-შოტლანდია 1:0.

1994 - მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (აშშ). ჯგუფური ეტაპი: ბრაზილია-რუსეთი 2:0; ჰოლანდია-საუდის არაბეთი 2:1.

1998 - მსოფლიოს მეთექვსმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (საფრანგეთი). ჯგუფური ეტაპი: ჰოლანდია-სამხრეთ კორეა 5:0; ბელგია-მექსიკა 2:2; იაპონია-ხორვატია 0:1.

2000 - მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში, ავსტრალიის ნაკრებმა კუკის კუნძულების ნაკრები სარეკორდო უპირატესობით დაამარცხა (17:0).

2001 - რუსეთის თასის ფინალში ზაზა ჯანაშიას მოსკოვის “ლოკომოტივი” მახაჭყალის “ანჟისთან” ძირითადი დროის მიწურულამდე 0:1 მარცხდებოდა, მსაჯის საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე კი ქართველმა ფორვარდმა წონასწორობა აღადგინა და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა. დამატებით დროში გოლი არ გასულა, პენალტების სერიით კი “ლოკომოტივმა” 4:3 იმარჯვა.

2006 - მსოფლიოს მეთვრამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (გერმანია). ჯგუფური ეტაპი: გერმანია-ეკვადორი 3:0; კოსტა რიკა-პოლონეთი 1:2; ინგლისი-შვედეთი 2:2; პარაგვაი-ტრინიდადი 2:0.

2006 - მსოფლიოს მეთვრამეტე ჩემპიონატის (გერმანია) მსვლელობისას, ინგლისისა და შვედეთის ფეხბურთელთა ნაკრებების მატჩის 51-ე წუთზე, შვედმა მარკუს ოლბეკმა გაიტანა გოლი, რომელიც მე-2000-ე აღმოჩნდა მუნდიალის ისტორიაში.

2008 - ავსტრია-შვეიცარიის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში თურქეთმა და ხორვატიამ ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დაასრულეს. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში თურქებმა 3:1 მოიგეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

2009 - ლატვიაში მიმდინარე ქალ კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთმა რუსეთს 57:53 მოუგო და მეორედ გახდა კონტინენტის პირველობის გამარჯვებული.

2010 - ბუქარესტში IRB-ის ეროვნებათა თასის მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნამიბიასთან 16:21 დამარცხდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1902 - ხუან ევარისტო. 1920-30-იან წლებში არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი. 1928 წლის ოლიმპიური თამაშებისა და 1930 წლის მუნდიალის ფინალისტი. 1927 და 1929 წლებში გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი.

1927 - იუპ პოზიპალი. 1951-56 წლებში გერმანიის ფედერაციული ნაკრების მცველი-ნახევარმცველი. მსოფლიო 1954 წლის ჩემპიონი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 32 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. 1953 წელს მიიწვიეს ფიფას ნაკრებში.

1934 - გრემ ლეგატი. შოტლანდიის ნაკრებისა და ლონდონური “ფულჰემის” ფორვარდი. ლონდონელთა კლუბის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო და შედეგიანი თავდამსხმელი. მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის მონაწილე. 1971 წელს გადასახლდა კანადაში და ამ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა. 1979-81 წლებში იყო NASL (ჩრდილო-ამერიკის სოკერ ლიგა) გენერალური მენეჯერი.

1935 - არმანდო პიცი. 1950-60-იან წლებში მილანის “ინტერის” მცველი. “ნერაძურის” შემადგენლობაში ორჯერ მოიპოვა ჩემპიონთა, ერთხელ – საკონტინენტთაშორისო თასი, სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი.

1941 - ალბერტ შესტერნიოვი. საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრების და მოსკოვის ცსკა-ს კაპიტანი. ამპლუით მცველი. 1964 წლის ევროპის პირველობის ვერცხლის პრიზიორი. 1966 წელს მსოფლიოს პირველობაზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა 90 მატჩი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. საკავშირო პირველობებზე ჩაატარა 278 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. 1970 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. გარდაიცვალა 1994 წლის 5 ნოემბერს.

1942 - ედუარდ მარქაროვი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, ბაქოს “ნეფტიანიკის” (“ნეფტჩის”), ერევნის “არარატის” ცენტრფორვარდი. იყო ბაქოელთა კაპიტანი. აზერბაიჯანელთა გუნდის რიგებში გახდა საკავშირო პირველობის პრიზიორი. ერევნის “არარატის” შემადგენლობაში 1973 წელს დუბლი შეასრულა – გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი. საკავშირო ჩემპიონატებში ჩაატარ 370 მატჩი, გაიტანა 129 გოლი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის პრიზიორი. 1992-94 წლებში წვრთნიდა სომხეთის ნაკრებს.

1954 - ვლადიმირ კოვინი. შაიბიან ჰოკეიში 1984 წლის ზამთრის ოლიმპიადის გამარჯვებული. 1985 წლის ევროპის ჩემპიონი.

1954 - ჟოზე ოსკარი. 1978-1986 წლებში ბრაზილიის ნაკრების მცველი. მსოფლიოს სამი ჩემპიონატის (1978, 1982, 1986) მონაწილე. ბრაზილიის ჩემპიონი. იაპონიის ორგზის ჩემპიონი. წვრთნიდა, ბრაზილიის, იაპონიის, საუდის არაბეთის კლუბებს.

1965 - დაიბადა გია გეგუჩაძე. თბილისის “დინამოს”, “ზესტაფონის”, ქუთაისის “ტორპედოს” მწვრთნელი. 2004 წელს “დინამო” უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. დინამოელებთან ერთად მოიგო დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი (2004, 2015). “ზესტაფონი” საქართველოს ჩემპიონი გახადა (2011). 2016 წლის იანვრიდან საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

1969 - პაულუ ბენტუ. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების, ლისაბონის “ბენფიკასა” და “სპორტინგის” მცველი-ნახევარმცველი. პორტუგალიის ჩემპიონი და თასის მფლობელი. პორტუგალიის ნაკრებში ჩაატარა 32 მატჩი. 2005 წლიდან “სპორტინგის” მწვრთნელია და 2007 და 2008 წლებში პორტუგალიის ჩემპიონობა მოაგებინა.

1961 - კარინ ენკე. გდრ-ის წარმომადგენელი მოციგურავე. 1980 და 1984 წლების ზამთრის ოლიმპიადების ჩემპიონი.

1963 - ხოსე ორასიო ბასუალდო. 1990-96 წლებში არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიო 1990 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1993 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა ბუენოს აირესის “ბოკა ხუნიორსსა” და გერმანული ბუნდესლიგის “შტუტგარტში”. ლიბერტადორესის თასის სამგზის და საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი. არგენტინის ხუთგზის ჩემპიონი. შტუტგარტელთა რიგებში მოიგო ბუნდესლიგა და გერმანიის სუპერთასი.

1976 - ჟულიანო ბელეტი. ბრაზილიის ნაკრების, “კრუზეიროს”, “სან პაულოს”, “ვილიარეალის”, “ბარსელონასა” და “ჩელსის” მცველი-ნახევარმცველი. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 23 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. 2006 წელს “ბარსელონასთან” ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი. 2005 და 2006 წლებში დაეუფლა ესპანეთის ჩემპიონობასა და ქვეყნის სუპერთასს. 2010 წელს გახდა ინგლისის ჩემპიონი, 2009 და 2010 წლებში კი მოიგო ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. 1998 და 2000 წლებში მოგებული აქვს სან პაულოს შტატის ჩემპიონობა.

1977 - გორდან გირიჩეკი. ხორვატიის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების, “ციბონას”, ცსკა-ს, “მემფისის”, “ორლანდოს”, “იუტას”, “ფილადელფიას”, “ფინიკსის”, “ფენერბახჩეს” მსროლელი-მსუბუქი ფორვარდი (211 სმ). ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ მატჩში გაკეთებული აქვს 29 ქულა. ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში ზედიზედ ევროპის 5 ჩემპიონატში (1997, 1999, 2001, 2003, 2005) მონაწილეობდა.

1978 - ფრენკ ლამპარდი. ინგლისის ნაკრების, “ვესტ ჰემ იუნაიტედისა” და “ჩელსის” ნახევარმცველი. ჩემპიონთა ლიგის 2012 წლის გამარჯვებული. ლონდონელ “არისტოკრატთა” რიგებში 2005, 2006, 2010 წლებში გახდა ინგლისის ჩემპიონი, 2007, 2009, 2010 და 2012 წლებში დაეუფლა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასს, 2005 და 2007 წლებში მოიგო ინგლისის ლიგის თასი, 2005-სა და 2009-ში - ქვეყნის სუპერთასი. 2007-08 სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი. ლონდონელ “ჩაქუჩთა” შორის გამოსვლისას 1999 წელს მოიგო ინტერტოტოს თასი. “ჩელსის” ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 97 მატჩი, გაიტანა 29 გოლი. 2005 წელს დაასახელეს ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად.

1983 - ჯოშ ჩილდრესი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ატლანტა ჰოუკსისა” და პირეოსის “ოლიმპიაკოსის” გამთამაშებელი-მსროლელი. საბერძნეთში 2008 წლის ზაფხულში 20 მილიონ დოლარად გადავიდა. 2010 წელს მოიპოვა საბერძნეთის თასი.

1985 - დარკო მილიჩიჩი. სერბიის ნაკრების, “დეტროიტ პისტონზის”, “ორლანდო მეჯიქის”, “დეტროიტ პისტონზის”, “მემფის გრიზლის”, “ნიუ იორკ ნიკზის”, “მინესოტა თიმბერვულვზის” მძიმე ფორვარდი-მეფარე (213 სმ). 2004 წელს გახდა ნბა-ს ჩემპიონი (დეტროიტელთა რიგებში). 2002 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდათა შორის.

1987 - პეტროს ნოესი. საბერძნეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდი (203 სმ). 2005 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი.

0.114434