ფეხბურთი

20:02 | 19.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის ლიგაში VIII ტურის მატჩები გაიმართა

17 – 18 ივნისს, „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფარგლებში, თბილისის ლიგის მერვე ტურის შეხვედრები „მარაკანასა“ და „ავაზას“ სტადიონებზე გაიმართა.

უმაღლეს ლიგაში ცენტრალურ შეხვედრაში ლიდერები „სეუ“ – „უქიმერიონი“ 0:0 დაზავდნენ. მოულოდნელი მარცხი იწვნია „სსგ აფხაზეთმა“ – „დიდუბესთან“ 0:2. დანარჩენ შეხვედრებში წყვილის ფავორიტებმა დაგეგმილი ქულები აიღეს. ტურის საუკეთესო ფეხბურთელი „35-ე თბილისის“ შემტევი გიორგი მაჭარაძე გახდა, რომელმაც „ბასკისთან“ შეხვედრაში თავი სამი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა.

პირველ ლიგაში იმარჯვეს ლიდერებმა, შესაბამისად სატურნირო ცხრილი უცვლელი დარჩა. გამორჩეული ფეხბურთელი „პლატინუმის“ ლეგიონერი ემანუელ იაგერი გახდა, რომელმაც „დანილენდს“ 6 გოლი გაუტანა.

თბილისის ლიგის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია„თრიალეთი“, ინტერნეტ პორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.187494