ფეხბურთი

18:25 | 19.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი: "შანსი თანაბარია"

ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი უეფას ევროპა ლიგაზე მომავალ მეტოქე, სლოვაკურ "ტრენჩინს" აფასებს. როგორც იმერული გუნდის თავკაცმა თქვა, შანსი თანაბარია, ხოლო მეტოქის თამაშს დეტალურად ეროვნული ლიგის მეორე წრის დასრულების შემდეგ შეისწავლის.

"პირველ ყოვლისა ყველა ქართულ გუნდს ვუსურვებ პირველი შესარჩევი რაუნდიდან გასვლას და შემდგომ წარმატებებს.
ჩვენს მეტოქე სლოვაკეთის "ტრენჩინს" რაც შეეხება, ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა. მოწინააღმდეგეს დეტალურად 21 ივნისს თბილისის "დინამოსთან" ეროვნული ლიგის მატჩის შემდეგ შევისწავლით. ახლა ჩვენი ფიქრები მხოლოდ თბილისურ თამაშზეა", - ციტირებს ჩხეტიანის სიტყვებს "ტორპედოს" ვებგვერდი.

"ტორპედოსა" და "ტრენჩინის" მატჩები 29 ივნისსა და 6 ივლისს გაიმართება. თუ საქართველოს სამგზის ჩემპიონი ამ ეტაპს გაივლის, მაშინ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თელ ავივის "ბნეი იეჰუდას" შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117155