ფეხბურთი

17:16 | 19.06.2017 | ნანახია 1990 - ჯერ

"ყარაბახი" - ევროპაში მათ უკვე იცნობენ

შარშანდელის მსგავსად, "სამტრედია" ისევ აზერბაიჯანელებთან მატჩით დაიწყებს ევროტურნირებს. შარშან ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციოზე "გაბალასთან" ითამაშა (1:5, 2:1), ხოლო ამჯერად ნომერ პირველ ევროტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევს გამოსვლა: მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, მეტოქე აგდამის "ყარაბახი" იქნება.

"ყარაბახი" წლეულს ზედიზედ მეოთხედ გახდა აზერბაიჯანის ჩემპიონი და ასევე, ზედიზედ მესამედ მოიპოვა ქვეყნის თასიც. სულ ხუთჯერ გამხდარა ჩემპიონი, ერთხელ ეს 1993 წელს მოახერხა.

აზერბაიჯანის საუკეთესო კლუბმა 10-ქულიანი ჰანდიკაპით მოიგო ჩემპიონატი. ისე, "გაბალასთან" და "ინტერთან" ორ-ორჯერ წააგო, ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ერთხელ სულაც ზურაბ ხიზანიშვილის გოლით დაამარცხა "ყარაბახი" (1:0). გუნდს 2008 წლიდან წვრთნის გურბან გურბანოვი და რატომ შეცვლიან, როცა მართლაც მაგარ შედეგს აღწევს როგორც შიდა ჩემპიონატში, ასევე ევროპაშიც. წარმოიდგინეთ, ბოლო სამი სეზონია, "ყარაბახი" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადის. მართალია, სამივეჯერ ჯგუფში ჩარჩა, მაგრამ უიმედო აუტსაიდერი არასიოდეს ყოფილა. მაგალითად, შარშან ბერძნულ პაოკ-ს ორივე მატჩი მოუგო.

"ყარაბახს" სულ ცოტა აკლდება ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფამდე: მუდმივად გადიან მესამე საკვალიფიკაციოზე, იქ კი დაძაბულ ბრძოლაში აგებენ, გადადიან ევროპა ლიგაზე და ერთი ეტაპის გავლის შემდეგ ხვდებიან ჯგუფში. მაგალითად, შარშან ჩემპიონთა ლიგაზე ჩეხურ "პლზენთან" პენალტების სერიაში წააგეს, შარშანწინ "სელტიკთან" არ გაუმართლათ, იქამდე კიდევ "ზალცბურგთან"...

მოკლედ, "ყარაბახს" ევროპაში უკვე იცნობენ და ხელწამოსაკრავ მეტოქედ არ მიიჩნევენ.

გასულ სეზონში გუნდის წამყვანი ფეხბურთელები იყვნენ სამხრეთაფრიკელი ფორვარდი დინო ნდლოვუ და ესპანელი ნახევარმცველები - დანი კინტანა და მიჩელი. თავიდან გუნდში იყო ბრაზილიელი რეინალდოც და ზამთარში თურქეთის "ადანასფორში" გადავიდა. გამოირჩევა მაკედონიელი შემტევი მუარემიც.

ისე, ჯერ საბოლოო შემადგენლობა არ არის ჩამოყალიბებული. პირველი თამაში 11 ან 12 ივლისს იქნება, მანამდე კი "ყარაბახში" ცვლილელებს ელიან. ლეგიონერები არ დაეწუნებათ და ისე, აზერბაიჯანის ნაკრების ფეხბურთელებიც ჰყავთ, რომლებმაც სწორედ ლეგიონერების გვერდში მოუმატეს თამაშს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:51 | 19.06.2017
bavaria-munchen5 (1089)

ზევით რა უწერია ტიპს, დორტმუნდს როდისღა მოუგო? აა გაჩიანის დორტმუნდზეა ლაპარაკი ხო? გასაგებია და აღსთაფის ფიორენტინაზე კიდე

სტატისტიკა
0.207728