თამაშგარე

13:25 | 19.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეო მესის ცოლი ქმრის ერთგულებაში დარწმუნებულია

ამ ცხოვრების ამაოების გასაზომად ყველას თავისი ხერხი და არშინი აქვს. აი მაგალითად, ლეო მესის ცოლი, ანტონელა რეკუზო ესპანეთის ბუვარულმა მედიამ და ჭორთმოყვარე ნაცნობებმა ბევრი არწმუნეს – ლეოს საყვარელი ჰყავს და ჩუმჩუმად მასთან დაიპარებაო – მაგრამ ანტონელას ეს არ სჯერა.

ლეო მესი მექალთანე კაცი რომ არაა, ეს ალბათ მთელმა მსოფლიომ იცის, მაგრამ როდესაც ასეთ ცნობილ ფიგურაზეა საუბარი, ცოდვა გამხელილი სჯობს და შეიძლება ჩვენც დავიჯერით, რომ ერთი-ორჯერ ჩია არგენტინელმაც გაინავარდა. მაგრამ არა! ანტონელა ამაზე მსჯელობასაც კი დაუშვებლად მიიჩნევს!

“მე მჯერა ჩემი ქმრის, რადგან ჩვენი ურთიერთობა ნდობაზე და სიყვარულზეა აგებული. ლეო სხვა ქალთან რომ დადიოდეს, ამას ძალიან მარტივად მივხვდები, რადგან ყველა ქალს გვაქვს რაღაც მეთოდები, რითაც ყველაფერს ვხვდებით. ამიტომ, ყველას მინდა ვურჩიო, მოეშვან ცრუ ინფორმაციების გავრცელებას. ეს არავის სჯერა” – ამბობს ქალბატონი ანტონელა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141971