ჩოგბურთი

11:08 | 19.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი რეიტინგში დაწინაურდა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში ოთხი საფეხურით დაწინაურდა და 55-ე ადგილიდან 51-ზე გადაინაცვლა, რაც ნიკოლოზისთვის საუკეთესო მაჩვენებელია.

ATP-ის განახლებული რეიტინგი:
1. ენდი მარეი – 9390 ქულა
2. რაფაელ ნადალი – 7285
3. სტანისლას ვავრინკა – 6175
4. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 5805
5. როჯერ ფედერერი – 4765
6. მილოშ რაონიჩი – 4150
7. მარინ ჩილიჩი – 4025
8. დომინიკ ტიმი – 3895
9. კეი ნიშიკორი – 3785
10. ჟო-ვილფრედ ცონგა – 3040
51. ნიკოლოზ ბასილაშვილი – 866

ბასილაშვილი ხვალ ლონდონის ტურნირზე ჟილ მიულერს შეხვდება, რომელმაც გუშინ ჰოლანდიაში ტურნირი მოიგო და საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება. ურთიერთშეხვედრებში მიულერი ნიკას 1:0-ს ამარცხებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117245