ფეხბურთი

21:49 | 18.06.2017 | ნანახია 2463 - ჯერ

ვერატიმ პსჟ-დან წასვლა გადაწყვიტა

მარკო ვერატის „პარი სენ ჟერმენში“ თამაში არ სურს. Gazzetta dello sport-ის ცნობით, იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანგული გუნდის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი საქმის ყურში ჩააყენა და განუცხადა, რომ შვებულებიდან პარიზში დაბრუნებას არ აპირებს.

მოტივად კი, „ბარსელონაში“ თამაშის სურვილი სახელდება. თავის მხრივ, ესპანურ კლუბსაც სურს ვერატის გადაბირება.

იტალიური მედია იტყობინება, რომ „ბარსა“ მზადაა ვერატის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გაიღოს, ხოლო თავად ფეხბურთელს სეზონში 10 მილიონი გადაუხადოს.

ვერატის მსურველთა შორის მიუნხენის „ბაიერნი“, ტურინის „იუვენტუსი“ და მილანის „ინტერიც“ სახელდებიან, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომელიმემ კატალონურ გრანდს კონკურენცია გაუწიოს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:21 | 19.06.2017
deqstera_best_7 (1632)

გუნდს ულტიმატუმით არუნდა ელაპარაკო, თორე ერთს თუ გაუვიდა მასე ულტიმატუმი ყველა მასე დაუწყებს ლაპარაკს!!
მილანის მფლობელის ინტერვიუ იყო მგონი 800ი მილიონი დამიჯდა და დონარუმაში აღებული 40 მილიონი არაფერს მიზავსო, ანუ მთავარი პრინციპია ამ შემთხვევაში! თუ მარტივად გაუშვა ლიდერები ვერასდროს დაიბრუნებს ძველ დიდებას!

12:19 | 19.06.2017
deqstera_best_7 (1632)

გუნდს რომელსაც შენს აღზრდაში ამხელა წვლილი აქვს არუნდა ელაპარაკო ესე ულტიმატუმებით, უნდათ ვერატი? კარგი მაშინ ისეთი წინადადება შესთავაზონ რაზეც უარს ვერიტყვიან!
მესიმ რო თქვას წასვლა მინდა სიტიში გვარდიოლასთანო და 100 მილიონი შესთავაზონ თქვენი აზრით ესე მარტივად გაუშვებენ?

10:26 | 19.06.2017
temo11 (893)

ვერატი არ გადახვიდე ბარსაში,ისედაც ვერ ვიტან და შენს გამო როგორ ვუბალეშიკო

01:38 | 19.06.2017
quentin (230)

საქმის ყურში არა კიდე ცხვირში... #წერექართულად

00:59 | 19.06.2017
quentin (230)

საქმის ყურში არა კიდე ცხვირში... #წერექართულად

23:50 | 18.06.2017
riva (2849)

სად დონარუმა სად ეს... დონარუმა არ ითხოვს გამიშვითო, ფულს ითხოვს. ამას კი უბრალოდ წასვლა უნდა. დონარუმა მილანმა აღზარდა ამასთან...

22:40 | 18.06.2017
deqstera_best_7 (1632)

არმევასება ესე რო ელაპარაკებიან გუნდს, დონარუმასავით უნდა მიახმო სკამს და მერე როგორ იჭიკჭიკებს ვნახავთ...
დონარუმაზე მილანს ასი პროცენტით ვეთანხმები, ჯობია ერთ ფეხბურთელში ასაღებ 40 მილიონზე თქვა უარი და დანარჩენ ფეხბურთელებს გაკვეთილი ჩაუტარო მსგავსი რამ არავის გაუვაო!!

22:53 | 18.06.2017
gogssi (3219)

დონარუმას და ამის სიტოაცია განსხვავდება. დონარუმა 18 წლის თავის თავში დარწმუნებული ღლაპია, ვერატი კი თU პსჯ-ში დარჩა ვერ განვითარდება. თანაც უკვე 24 წლისაა, ეს კი არც ისე პატარა ასაკია ფეხბურთელისათვის. ბარსელონა არის ტრამპლინი ვერატისთვის, სადაც შეუძლია თავის შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს. მე კი მგონია ვერცერთს ვერ დაალპობენ სკამზე

23:16 | 18.06.2017
ogafa (4522)

სტატისტიკა
0.294361