ფეხბურთი

22:00 | 18.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი "ლივერპულთან" ახლოსაა

იტალიური „რომას“ შემტევი ნახევარმცველი მოჰამედ სალაჰი ახლოსაა „ლივერპულში“ გადასვლასთან. როგორც ეგვიპტური მედია იტყობინება, ყველაფერი გადაწყვეტილია და სალაჰი ინგლისურ გუნდში სამედიცინო შემოწმებას სამშაბათს გაივლის, რის შემდგომაც კონტრაქტს გააფორმებს.

ეგვიპტელი ფეხბურთელის სანაცვლოდ „რომა“ 45 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ სალაჰი ინგლისის პრემიერლიგაში მანამდეც თამაშობდა, მაგრამ „ჩელსის“ რიგებში ვერ დამკვიდრდა და ბედი იტალიაში სცადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115954