ფეხბურთი

18:59 | 18.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

კახა კალაძე: "ეს ძალიან დიდი სტიმულია ახალგაზრდებისთვის"

დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგა A-ს 1/2 ფინალური სერიიის პირველი შეხვედრა გაიმართა რომელშიც ერთმანეთს მფკ ნატახტარი და საქართველოს ფედერაციის გუნდი დაუპირისპირდა, შეხვედრა ამ უკანასკნელის გამარჯვებით 3:1 დასრულდა და სერიაში, რომელიც ორ მოგებამდე გრძელდება სფფ-ი დაწინაურდა. აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ვიცე პრემიერი და ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახ კალაძე გამოირჩა. რომელიც ბომბარდირთა დავას ამ მომენტისათვის 15 გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს.

მატჩის დასრულების შემდეგ sbm.ge კახა კალაძეს გაესაუბრა, რომელმაც უშუალოდ მატჩისა და ჩვენი ლიგის გარდა ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

დაძაბული შეხვედრა იყო, მფკ ნატახტარი თქვენი გუნდის პრინციპული მეტოქეა, როგორ შეაფასებდით შეხვედრას?

დაძაბული და საინტერესო შეხვედრა იყო, კარგი თამაში გამოვიდა, გუნდმა კარგად გაართვა თავი. რთული მეტოქეა ნატახტარი, მართლა ძალიან კარგი გუნდია, ყველაფერი წინ არის, კიდევ ორი შეხვედრა გვაქვს დარჩენილი მათთან სათამაშოდ. ერთი მოგება გვაშორებს კიდევ ფინალში გასვლას.

სხვა ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან ტიტულთან ერთად ხომ არ მოვიდა დრო, რომ კახა კალაძემ სამოყვარულო ლიგის თასი მოიგოს?

ძალიან კარგი იქნება. უკვე მესამე წელია სპორტული სააგენტო SBM- ის მიერ ორგანიზებულ ტურნირში ვთამაშობთ და მივესალმები ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას. ძალიან კარგია ესეთი მნიშვნელოვანი ტურნირები, რომ იმართება, ბევრი ახალგაზრდაა ჩართული და ნამდვილად მისასალმებელია.

რას ნიშნავს თქვენთვის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში თამაში, აზარტია გართობაა, ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად, ფსიქოლოგიურად რამდენად მნიშვნელოვანი დიდი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ითამაშოთ SBM-ის მიერ ორგანიზებულ ტურნირში?

ყოველთვის სასაიმოვნოა ჩემთვის ბურთთან შეხება, ზოგადად ფეხბურთი ჩემი პროფესია იყო. დღეს, სპორტი არის ჩემი ცხოვრების წესი. მაქსიმალურად ვიყენებ დროს ჩემი დაძაბული გრაფიკიდან გამომდინარე და ვთამაშობ მეგობრებთან ერთად.

მინი ფეხბურთი და ფუტსალი- ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს ითამაშებს, ასევე საკმაოდ დაძაბული იყო, ფუტსალის ლიგის ფინალური სერია. თუ ადევნებდით თვალს ეროვნულ ჩემპიონატს და რამდენად განიცადა პროგრესი საქართველოში ფუტსალმა?

ფუტსალს ძალიან დიდი პროგრესი აქვს, რა თქმა უნდა ვადევნებდი თვალს, როგორც ჩემპიონატს ასევე სანაკრებო შეხვედრებს. წარმატებულად იასპარეზა ეროვნულმა ნაკრებმა და კიდევ ძალიან დიდი წარმატებას ვუსურვებ, რადგან მნიშვნელოვანი თამაშები ელით წინ.

კახა კალაძის, ლევან კობიაშვილის, ალექსანდრე იაშვილის და სხვა წარმატებული ვეტერანი ფეხბურთელის ჩართულობა, რამდენად პოპულარულს ხდის სპორტის ამ სახეობას?

მე ვფიქრობ, ძალიან კარგი სტიმულია ახალგაზრდებისთვის. თქვენ ხედავთ რამდენი ლიგაა, რამდენი დონეა, რამდენი ახალგაზრდაა ჩართული. სხვადასხვა კომპანიები იღებენ მონაწილეობას საკმაოდ მასშტაბურ პროექტში და როდესაც მონაწილეობას იღებს ყოფილი ფეხბურთელები , ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, რათქმა უნდა კარგია.

სპორტი და ბიზნესი- თქვენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართულობა სპორტში?

ის ადამიანები რომლებიც ბიზნესით არის დაკავებული ძალიან დიდი ნაწილი სპორტის და ფეხბურთის გულშემატკივარია. მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთი არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა და ბიზნესის ძალიან დიდი ყურადღებაა ფეხბურთის მიმართ სამოყვარულო დონეზეც.

როგორც ეროვნული ნაკრების წევრი და კაპიტანი, როგორ შეაფასებდით საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ასპარეზობას და ვლადიმერ ვაისის საქმიანობას?

ახალგაზრდა გუნდია, ბევრი ახალგაზრდა თამაშობს, ნიჭიერი ფეხბურთელებიც არიან და მე ვფიქრობ დრო არის საჭირო იმისთვის,რომ ძლიერი ნაკრები ჩამოყალიბდეს. კარგი, ძლიერი თაობა მოდის , ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები და არის შესაძლებლობა იმისა, რომ მომავალი წლების განმავლობაში ეროვნული ნაკრები ვიხილოთ ან მსოფლიოზე ან ევროპაზე ეს არის ამოცანა და მიზანი. რაც შეეხება ვლადიმერ ვაისს, მე პირადად მასთან არ მიმუშავია,თუმცა მისი კარიერიდან გამომდინარე საკმაოდ წარმატებული მწვრთნელი იყო და ეროვნულ ნაკრებშიც ვუსურვებ წარმატებას.

საქართველოს ეროვნულ ლიგაზე რას იტყოდით?

წლევანდელ ეროვნულ ლიგას რაც შეეხება, მეც ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო ჩემპიონატი რაც კი გამართულა. მისასალმებელია, რომ ინტერესიც დიდია, ძალიან ბევრი ქალაქი, რაიონული გუნდები არის ჩართული, როგორც უმაღლესი ლიგის დონეებზე ასევე ქვედა დონეებზე მე მიხარია, რომ ფეხბურთის მიმართ ინტერესი ბრუნდება, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ამაშიც სახელმწიფო დაეხმარება მომავალი წლების განმავლობაში და ეს კიდევ დამატებითი სტიმული იქნება და შესაძლებლობა, რომ გაიზარდოს დონე ეროვნული ჩემპიონატის.

sbm.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143439