ფეხბურთი

15:22 | 18.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკომ" მეიტე დაიმატა

საფრანგეთის ჩემპიონი "მონაკო" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს და ამჯერად სუალიჰო მეიტე დაიმატა. როგორც ლიგა 1-ის კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფრანგმა ნახევარმცველმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მეიტე 23 წლისაა და როგორც საფრანგეთის, ასევე კოტდივუარის მოქალაქეობა აქვს. სუალიჰო "ოსერის" აკადემიის აღზრდილია და "ლილმა" 2013 წელს დაიმატა და გასული სეზონი ნახევარმცველმა "ზულტე ვარეგემში" იჯარის წესით გაატარა. საბოლოოდ ბელგიურმა კლუბმა ტრანსფერი განახორციელა და შემდეგ მეიტე "მონაკოს" დაუთმო.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ფრანგის სანაცვლოდ ლიგა 1-ის მოქმედმა ჩემპიონმა 8 მილიონი ევრო გადაიხადა. მეიტემ გასულ სეზონში 46 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.112277