სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
სხვა

23:15 | 17.06.2017 | ნანახია 1262 - ჯერ

საქართველოს ნაკრები მეშვიდე ადგილისთვის იბრძოლებს

საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრებმა ბულგარეთში, IHF განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატზე, 5-8 ადგილების პლეიოფში გადაინაცვლა და ნახევარფინალში 28-31 წააგო ჩინეთთან. ხვალ, მეშვიდე ადგილისთვის ვეთამაშებით ლუქსემბურგს, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე დაგვამარცხა.

თურქეთთან მძიმე მეოთხედფინალის წაგების შემდეგ ჩვენს გუნდს არ აღმოაჩნდა საკმარისი მოტივაცია ჩინეთთან საბრძოლველად. თავიდან 3-0 დავინაურდით, მაგრამ მეტოქე სწრაფად გავიდა წინ და მეორე ტაიმის შუაში 9 ბურთითაც გვიგებდა. მატჩის ბოლოსკენ ქართველებმა, გიორგი ცხოვრებაძის ლიდერობით (9 გოლი და მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი) სხვაობა სამამდე შეამცირეს - 28-31.

ფინალში გავიდნენ თურქეთი, რომელმაც ორი დამატებითი ტაიმისა და 80-წუთიანი ბრძოლის შემდეგ გატეხა კვიპროსი, 35-32 და ფარერის კუნძულები, რომელმაც მოუგო კოსოვოს - 33-30. ფინალისტებმა უკვე მოიპოვეს ევრო 2020-ის მთავარი შესარჩევი რაუნდის საგზურები და ხვალ ფინალში ითამაშებენ. ბრინჯაოს მედლებისა და მესამე საგზურისთვის ერთმანეთს კვიპროსი და კოსოვო შევხდებიან.

ხელბურთი. IHF განვითრებადი ქვეყნების ჩემპიონატი (25 წ, კაცები)

გაბროვო, ველიკო ტირნოვო (ბულგარეთი), 12-18 ივნისი, 2017

17 ივნისი, ნახევარფინალი. 5-8 ადგილები

გაბროვო. საქართველო - ჩინეთი 28-31

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი - ცხოვრებაძე 9, რუსტამოვი 7, დიხამინჯია 5, ორჯონიკიძე 3, არსენაშვილი 2, გოგავა 1, მიქავა 1, ბაინაზიშვილი, ყორიაული, მერკვილაძე, იობაშვილი, ბულბულაშვილი - მწვ. ორჯონიკიძე, პორტნოი

ჩინ: ლიუ, ჭოუ - ვან ძუნჩენი 12, ლიუ 9, ჰე 5, ფუ 2, სიე 2, მა ჭანჩენი 1, ჩენი, ვან სიაოფენი, პანი, მა მინჰუი, ვეი - მწვ. ჭენ იონლი

მსაჯები: ძენდალი, რიელო (იტა)

ლუქსემბურგი - ბულგარეთი 31-37

1-4 ადგილები (გაბროვო)

თურქეთი - კვიპროსი 35-32 (დდ. 26-26, 29-29)

კოსოვო - ფარერები 30-33

9-12 ადგილები (ტირნოვო)

ბრიტანეთი-მოლდოვა 34-35 (33-33, პენ)

ირლანდია - აზერბაიჯანი 33-41

13-16 ადგილები (ტირნოვო)

ალბანეთი - ანდორა 23-32

მალტა - სომხეთი 34-23

18 ივნისი - ფინალი

1-2 ადგილები, ტირნოვო. 22:00 თურქეთი - ფარერები

3-4 ადგილები, ტირნოვო. 19:45 კვიპროსი - კოსოვო

5-6 ადგილები, ტირნოვო. 17:30 ჩინეთი - ბულგარეთი

7-8 ადგილები, ტირნოვო. 15:15 საქართველო - ლუქსემბურგი

9-10 ადგილები, გაბროვო. 17:45 აზერბაიჯანი - მოლდოვა

11-12 ადგილები, გაბროვო. 15:30 ირლანდია - ბრიტანეთი

13-14 ადგილები, გაბროვო. 13:15 მალტა - ანდორა

15-16 ადგილები, გაბროვო. 11:00 სომხეთი - ალბანეთი

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:26 | 18.06.2017
პანტელეიმონი (3285)

ამჯერად აუცილებლად უნდა მოუგოთ ბიჭებო ლუქსემბურგს და სამი გამარჯვებით უნდა დაამთავროთ ტურნირი ! ! !

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.072181