ფეხბურთი

20:34 | 17.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" დონარუმასადმი ინტერესი დაადასტურა

იტალიის ჩემპიონი ტურინის „იუვენტუსი“ „მილანის“ მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას მიმართ ინტერესს იჩენს. აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივ მედიას „ბებერი სინიორას“ სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ დაუდასტურა.

„იმედი მაქვს, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, მაგრამ ცალსახაა, როდესაც, ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზეა, იგი ჩვენ გვაინტერესებს. არ ვფიქრობ, რომ დონარუმა დიდი ფეხბურთელია. უბრალოდ, ძალიან ნიჭიერია და ამაში დიდი განსხვავებაა“, - თქვა მაროტამ.

ამასობაში, „მილანისთვის“ პრობლემას არ წარმოადგენს დონარუმას ტურინში გაშვება:

„იუვენტუსს“ დონარუმა სურს? - ჩვენ აქ ვართ“, - აღნიშნა მასიმილიანო მირაბელიმ.

შეგახსენებთ, ჯანლუიჯი დონარუმამ რამდენიმე დღის წინ, „მილანთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რომელიც 2018 წლის ზაფხულში ეწურება, უარი თქვა. შესაბამისად, ბოლო დღეებში მედიაში მასზე ბევრი ინფორმაცია დაიწერა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115516