ფეხბურთი

20:00 | 17.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელი ფეოლა?

ესპანეთში, 11წლის ბავშვთა შორის ჩემპიონატში, "სერანოსმა" 25:0 მოუგო "ბენიკალაპს". უფრო საინტერესო ისაა, რომ გამარჯვებული გუნდის მწვრთნელი თანამდებობიდან მოხსნეს. მიზეზი მეტოქის აბუჩად აგდებაა და არა მხოლოდ.

კლუბში განმარტეს, რომ მწვრთნელს ისედაც უშვებდნენ, რადგან საკმარისი ცოდნა არ გააჩნდა და საქმეს არცთუ გულიანად უდგებოდა.

თავად მწვრთნელმა უარყო, ამ ანგარიშით მოგება სულაც არ მინდოდაო. გარკვეულწილად, იპოლიტე ხვიჩიას კინოგმირ "ფეოლას" სცენარს ჰგავს, თუმცა მკვეთრად განსხვავებული ეპიზოდებიცაა. ფეოლას "ზემოთ" ენდობოდნენ, ესპანელს კი ძირს უთხრიდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113634