ფეხბურთი

18:59 | 17.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

რა ბედი ელის პერიშიჩს?

“მანჩესტერ იუნაიტედის” წარმომადგენლები “ინტერის” ხელმძღვანელებს ივან პერიშიჩის თაობაზე მომავალ კვირას შეხვდებიან.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები კარგა ხანია მიმდინარეობს. თავად ხორვატი მოთამაშე “წითელ ეშმაკებს” უკვე შეუთანხმდა, თუმცა სადავო საკითხი კვლავ თანხის გადარიცხვაა.

“ნერაძურის” სურს, 28 წლის ფეხბურთელი 55 მილიონ ევროდ გაყიდოს, მანჩესტერელები კი ამ თანხის შემცირებას იმედოვნებენ.

“ინტერი” პსჟ-ს მიმართავს წინადადებით. თუ ინგლისელები 55 მილიონ ევროს ვერ გადაიხდიან, იტალიელები მზად იქნებიან, მოლაპარაკებები “პარი სენ-ჟერმენთან” გამართონ.

ივან პერიშიჩმა გასულ სეზონში 36 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.121005