ფეხბურთი

14:19 | 17.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედელიძე - სერია A-ს ყველაზე ეფექტური ფეხბურთელი

იტალიური "ემპოლის" ქართველი ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე სერია A-ს გასული სეზონის ყველაზე ეფექტური ფეხბურთელი იყო. ამაზე სტატისტიკური მონაცემი მეტყველებს. მჭედლიძეს კარში დარტყმული ყოველი ბურთიდან 0.75 გოლი გაჰქონდა. ამაზე კარგი შედეგი კი, განვლილ სეზონში არცერთ ფეხბურთელს ჰქონია.

აღსანიშნავია, რომ ლევანმა საუკეთესო ბომბარდირ ედინ ჯეკოს, მაურო იკარდის, გონსალო იგუაინსა და ანდრეა ბელოტისაც აჯობა.

27 წლის ქართველმა ფორვარდმა გასულ სეზონში 15 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, ხოლო "ემპოლი" სერია B-ში გავარდა.

0.112101