ფეხბურთი

13:57 | 17.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მირაბელი: “თუ “რეალს” სურს, დონარუმას რონალდუში გავუცვლით”

იტალიური “მილანის” სპორტულმა დირექტორმა მასიმილიანო მირაბელმა Corriere Dello Sport-თან ჯანლუიჯი დონარუმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას “როსონერის” კაპიტნობას სთავაზობდა, თუმცა საბოლოოდ იმედგაცრუებული დარჩა.

“გვინდოდა ჯიჯო “მილანის” სიმბოლო ყოფილიყო. მას კაპიტნის სამკლავურს ვთავაზობდით. გარდა ამისა, შევთავაზეთ 25 მილიონი ევრო 5 წელიწადში. მისი გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ვარ. ჩვენი გზები განსხვავდება. დონარუმა ძალიან დიდ პატივს სცემს მინო რაიოლას. ყველას აქვს უფლება, გააკეთოს ის, რაც სწორად მიაჩნია. ახლა ჩვენ ვეძებთ ღირსეულ მეკარეს. ისეთს, რომელსაც ეცოდინება რამდენად მნიშვნელოვანია ამ კლუბის მაისურის ტარება”.

მადრიდის “რეალი”? მზად ვართ, ფლორენტინო პერესთან გაცვლა განვიხილოთ. თუ რონალდუს სურს “რეალის” დატოვება, გაგვიცვალონ დონარუმაში”, - თქვა მირაბელმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100673