სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჭადრაკი

11:56 | 17.06.2017 | ნანახია 1854 - ჯერ

საქართველო ინდოეთით იწყებს

დღეიდან 26 ივნისის ჩათვლით, რუსეთის ქალაქი ხანტი-მანსიისკი ჭადრაკში ქალთა და ვაჟთა შორის მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლებს.

თითოეულ ტურნირში 10-10 გუნდი მონაწილეობს. ასპარეზობა წრიული სისტემით 9 ტურად ტარდება. 22 ივნისი დასვენების დღეა.

ქალ მოჭადრაკეთა შორის, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია. გუნდის მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი - საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა.

პირველ ტურში საქართველოს მეტოქე ინდოეთი იქნება, რომელიც ლიდერის, ჰაპმი კონერუს გარეშე თამაშობს.

ჩემპიონატის მონაწილე გუნდები

ქალები

1. ჩინეთი (საშუალო რეიტინგი - 2520), 2. რუსეთი (2515), 3. საქართველო (2476), 4. პოლონეთი (2427), 5. ინდოეთი (2427), 6. უკრაინა (2422), 7. ვიეტნამი (2351), 8. აშშ (2345), 9. აზერბაიჯანი (2340), 10. ეგვიპტე (2054).

ვაჟები

1. ჩინეთი (2745), 2. რუსეთი (2729), 3. უკრაინა (2687), 4. ინდოეთი (2675), 5. პოლონეთი (2674), 6. აშშ (2673), 7. ბელარუსი (2602), 8. თურქეთი (2599), 9. ნორვეგია (2526), 10. ეგვიპტე (2405).

პირველი ტურის განრიგი

ქალები

აშშ - უკრაინა

ინდოეთი - საქართველო

პოლონეთი - აზერბაიჯანი

რუსეთი - ჩინეთი

ეგვიპტე - ვიეტნამი

ვაჟები

ჩინეთი - ბელარუსი

ინდოეთი - პოლონეთი

აშშ - ნორვეგია

ეგვიპტე - რუსეთი

თურქეთი - უკრაინა

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:10 | 17.06.2017
choloka (685)

2-2

17:54 | 17.06.2017
BEERTRANCE (92639)

აბა თქვენ იცით

16:23 | 17.06.2017
ogafa (4194)

წარმსტებები

სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.091413