ფეხბურთი

10:00 | 17.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "რეალიდან" მივდივარ"

„რეალიდან“ მივდივარ, გადავწყვიტე - უკან აღარ დავბრუნდები“, - ეს სიტყვები კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიის ნაკრების შეკრებაზე თანაგუნდელებისთვის უთქვამს. აღნიშნულ ინფორმაციას კი, ესპანური გამოცემა Marca აქვეყნებს.

შეესაბამება თუ არა ზემოხსენებული სიტყვები სიმართლეს, უცნობია, რადგან ამ თემასთან დაკავშირებით რონალდუს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა, შეგახსენებთ, რომ გუშინ A Bola-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პორტუგალიელს „სამეფო კლუბში“ თამაში აღარ სურს.

ჭორია თუ სინამდვილე, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ცეცხლი რომ უკვამლოდ არ ჩნდება, ესეც ფაქტია.

აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანუ რონალდუს ყველაზე აქტიურად პსჟ-სა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109817