ფეხბურთი

15:56 | 17.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” მარლონი გამოისყიდა

21 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი მარლონ სანტოსი “ბარსელონას” სრულუფლებიანი წევრი გახდა – იუწყება კატალონიური გრანდის ოფიციალური ვებგვერდი.

მარლონი გასულ სეზონში “ბარსელონაში” იჯარით თამაშობდა და “ფლუმინენსეს” საკუთარება გახლდათ. კატალონიელებს მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა 5 მილიონი ევრო დაუჯდათ და 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

ბრაზილიელს გასულ სეზონში თამაში უმეტესად მეორე გუნდში უწევდა და ძირითადი გუნდის რიგებში მხოლოდ 3-ჯერ გამოჩნდა.

0.120788