ფეხბურთი

15:25 | 17.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბრაიტონმა” რაიანი გაიფორმა

“ვალენსიას” აწ უკვე ყოფილი მეკარე მეტიუ რაიანი კარიერას “ბრაიტონში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.

25 წლის კიპერმა ახალ კლუბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ჯერჯერობით, გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

ავსტრალიის ნაკრების ძირითადი მეკარე “ვალენსიაში” 2015 წელს გადავიდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ მოიპოვა და გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით “გენკში” ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114687