ფეხბურთი

20:24 | 16.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" სამუშიას ლამაზი გოლით მოიგო

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონმა პირველად უმასპინძლა ეროვნული ჩემპიონატის მატჩს. როგორც იცით, ამ სტადიონზე ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატის შეხვედრებიც გაიმართება. კარგი ატმოსფერო, კარგი ამინდი და მთლიანობაში, არც თამაში გამოდგა ცუდი... "სამტრედიამ" 1:0 სძლია "ლოკომოტივს".

ერთადერთი გოლი მე-5 წუთზე გურამ სამუშიამ გაიტანა. მარცხნიდან განახორციელა შეტევა და ზუსტად, ძლიერად დაარტყა. ლამაზი გოლი გამოვიდა.

სტუმრებს მოედნის ცენტრში ჰქონდათ უპირატესობა და კიდევ შეეძლოთ გატანა, თუმცა მეორე ნახევარში "ლოკომაც" გამოაჩინა ბრძოლისუნარიანობა და ბოლო წუთებზე უფრო შეეძლო გათანაბრება.

გია ცეცაძის "სამტრედიამ" ჩემპიონატში მეცხრე მატჩი მოიგო და 30 ქულა მოაგროვა, გიორგი დევდარიანის "ლოკომოტივს" კი 6 ქულით ნაკლები აქვს.

ლოკომოტივი (თბილისი) - სამტრედია 0-1 (0-1)

ლოკომოტივი: თევდორაძე, ნ. ჭანტურია, ხიდეშელი, რეხვიაშვილი, მენთეშაშვილი (სამურკასოვი 54), ჩიტეიშვილი (კიკნაძე 69), გაბაძე (ბუღრიძე 81), უბილავა, დიასამიძე, არველაძე, სიხარულიძე

სამტრედია: მიგინეიშვილი, მთივლიშვილი, კასრაძე, სანდოხაძე, გოგიაშვილი, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე, მარკოზაშვილი (ბურკაძე 90+3), ჯიქია (ოლხოვი 87), სამუშია (ბელოვი 65), ბერიაშვილი

გოლი: 0-1 სამუშია (5)

გაფრთხილება: დათუნაიშვილი (90)

მსაჯი: ვადაჭკორია

0.119815