ფეხბურთი

19:28 | 16.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2016/17: 17 და 18 ივნისს, თასის ფინალისტთა ვინაობა გაირკვევა

17 და 18 ივნისს, თბილისის ოლიმპიური სასახლე, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ მრავალფეროვან და საინტერესო სათამაშო დღეებს უმასპინძლებს.

უქმეები სტარტს, არც მეტი არ ნაკლები სუპერლიგა A-ს პირველი 1/2 ფინალური შეხვედრით აიღებს, რომელშიც ერთმანეთს მფკ ნატახტარი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაუპირისპირდება. უაღრესად საინტერესო დაპირისპირება 20:00 სთ-ზე დაიწყება. რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს, 11 ივნისს, პსპ-მ 5:2 სძლია პრევენციის ცენტრის გუნდს და სერიაში დაწინაურდა.

17.06.2017. სუპერლიგა A. 1/2 ფინალი (I)

20:00 მფკ ნატახტარი - სფფ

შაბათსვე გაირკვევა კორპორატიული თასის პირველი ფინალისტის ვინაობაც. 1/2 ფინალში ერთმანეთის პირისპირ არმია და თასის გათამაშების ნამდვილი სენსაცია, ევროპაბეთი წარსდგებიან. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა, ოქროს ლიგის ორი ფავორიტი, საქართველოს ფოსტისა და ნატახტარის გუნდები გამოთიშა ასპარეზობას. შეხვედრა 21:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

17.06.2017. კორპორატიული თასი. 1/2 ფინალი

21:00 არმია - ევროპაბეთი

შაბათის სათამაშო დღე, სუპერლიგა C-ს გამოტოვებული შეხვედრით დასრულდება. 22:00 სთ-ზე ერთმანეთს Menu.ge-სა და ჯეო ჰოლდინგის გუნდები დაუპირიპირდებიან.

17.06.2017. სუპერლიგა C. IV ტური

22:00 Menu.ge – Geo Holding

ვერცხლის ლიგის 1/2 ფინალური სერიის პირველი დაპირისპირებით აიღებს სტარტს 18 ივნისის სათამაშო დღე. ფინალში გასასვლელად ბრძოლას ბაქსვუდისა და ლიბერთი ბანკის გუნდები დაიწყებენ. რაც შეეხება ფინალისთვის მებრძოლ კიდევ ორ გუნდს, საქართველოს ბანკისა და ევროპაბეთის გუნდები თავიანთ პირველ შეხვედრას მომდევნო კვირას გამართავენ.

18.06.2017. ვერცხლის ლიგა. 1/2 ფინალი (I)

11:00 ბაქსვუდი - ლიბერთი ბანკი

კვირას გაიმართება ბრინჯაოს ლიგის მე-6 ტურის სამი შეხევდრა. გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი დომსონს დაუპირისპირდება, თბილისის მერია ბილტმორთან ეცდება სატურნირო ცხრილში პირველობის შენარჩუნებას. პირველი გამარჯვებისთვის იბრძოლებს ხალიკ ბანკის გუნდი, რომლის მეტოქეც ელიტა ბურჯი იქნება.

18.06.2017. ბრინჯაოს ლიგა. VI ტური

12:00 სდსს - დომსონი

13:00 ბილტმორი - თბილისის მერია

15:00 ხალიკ ბანკი - ელიტა ბურჯი

მეხუთე ტურის ორი შეხვედრა გაიმართება სუპერლიგა C-ში. გათამაშების ლიდერი, აჭარის ნაკრები უნიკრედიტს დაუპირისპირდება, ხოლო დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის გუნდ რუბიკონის მეტოქე, Menu.ge იქნება

18.06.2017. სუპერლიგა C. V ტური

14:00 აჭარის ნაკრები - Unicredit.ge

18:00 რუბიკონი - Menu.ge

ოქროს ლიგის 1/2 ფინალური სერია სტარტს საქართველოს ფოსტისა და „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ პირველი დაპირისპირებით აიღებს, რომელიც 16:00 სთ-ზე დაიწყება. რაც შეეხება მეორე წყვილს, იქ ნატახტარი პატრულსა და ვითიბი ბანკს შორის გასამართ გადამწყვეტ შეხვედრას ელოდება.

18.06.2017. ოქროს ლიგა. 1/2 ფინალი (I)

16:00 საქ.ფოსტა - GWP

კვირას უნდა გაირკვეს კორპორატიული თასის მეორე ფინალისტის ვინაობა. არმია-ევროპაბეთს შორის გამარჯვებული, პატრული - სფფ 2-ს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება. „ძალოვნებისა“ და „ფეხბურთის მმართველების“ შეხვედრა 19:00 სთ-ზე დაიწყება.

18.06.2017. კორპორატიული თასი. 1/2 ფინალი

19:00 პატრული - სფფ 2

18 ივნისს გახდება ცნობილი ასევე სუპერლიგის თასისთვის მებრძოლი ორი გუნდის ვინაობაც. პირველ 1/2 ფინალში, 17:00 სთ-ზე, ერთმანეთს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ტვ იმედის გუნდები დაუპირისპირდებიან, ხოლო სათამაშო დღეს მეორე 1/2 ფინალური დაპირისპირება დაასრულებს, ტრადიციული მეტოქეები, პსპ და ნატახტარი ფინალში გასასვლელად 20:30 სთ-ზე ითამაშებენ.

18.06.2017. სუპერლიგის თასი. 1/2 ფინალი

17:00 კსუ - ტვ იმედი

20:30 FC PSP - მფკ ნატახტარი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, სასტუმრო „ბილტმორი“

მედია პარტნიორები: რადიოები, „თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური / sbm.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141232