ფეხბურთი

21:47 | 16.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნმა” სპორტული დირექტორი შეარჩია

მიუნხენის “ბაიერნის” სპორტული დირექტორის თანამდებობას ამ გუნდის ყოფილი ფეხბურთელი თომას ლინკე დაიკავებს. გერმანული პრესის ინფორმაციით, ლინკემ უკვე დატოვა იგივე პოსტი “ინგოლშტადტში”, სადაც 2011 წლიდან მუშაობდა და მიუნხენელებთან ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს.

“ბაიერნს” სპორტული დირექტორი მათიას ზამერის გადადგომის შემდეგ, გასული წლის ზაფხულიდან არ ჰყავს. გერმანული გრანდის ხელმძღვანელობამ თავდაპირველად ეს თანამდებობა გუნდის აწ უკვე ყოფილ კაპიტანს ფილიპ ლამს შესთავაზა, თუმცა მან უარი თქვა. ლამმა მიიჩნია, რომ კლუბის პრეზიდენტ ული ჰიონესთან მუშაობა გაუჭირდებოდა, რადგან თავისუფლად მოქმედების საშუალება არ ექნებოდა.

თომას ლინკე “ბაიერნში” 1998-2005 წლებში თამაშობდა. გუნდთან ერთად ხუთჯერ მოიგო ბუნდესლიგა, სამჯერ გერმანიის თასი, ოთხჯერ სუპერთასი, თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115188