სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
კალათბურთი

0:35 | 17.06.2017 | ნანახია 1811 - ჯერ

ლიტველები - სრული შემადგენლობით

ევრობასკეტ 2017-ზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქის, ლიტვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დაინიუს ადომაიტისმა წინასწარი 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ლიტვის ნაკრებს ევრობასკეტ 2017-ზე გუნდის ლიდერები ეყოლებიან - “ტორონტოს” ცენტრი იონას ვალანჩუნასი, “ნიუ ორლეანის” ფორვარდი დონატას მონტეიუნასი და “ოკლაჰომას” ფორვარდი დომანტას საბონისი.

მცველები: მარტას კალნიეტისი, ლუკას ლეკიავიჩუსი, ადას იუშკევიჩუსი, მარტინას გეციავიჩუსი, მარიუს გრიგონისი, მინდაუგას გირჯუნასი;

ფორვარდები: მინდაუგას კუზმინსკასი, არტურას მილაკნისი, იონას მაჩიულისი, ედგარას ულანოვასი, დონატას მონტეიუნასი, დომანტას საბონისი, დევიდას გაილუსი, როკას გიდრაიტისი;

ცენტრები: იონას ვალანჩუნასი, არტურას გუდაიტისი, ევალდას კაირისი, მარტინას სადჯიუსი.

ევრობაკსეტ 2017-ზე საქართველოს ნაკრები ბ ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მასპინძელ ისრაელს, უკრაინას, ლიტვას, იტალიასა და გერმანიას დაუპრისპირდება. საქართველოს პირველი მეტოქე სწორედ ლიტვის ნაკრებია, მატჩი 31 აგვისტოს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:11 | 20.06.2017
federerjamesliverpooldelpotro (3662)

ძალიან ძლიერი გუნდია და ერთ-ერთი ფავორიტი ტურნირია.ძლიერია განსაკუთრებით წინა ხაზი მაღლები.ყოველთვის მომწონდა ლიტვის ნაკრები.ბრძოლა შეიძლება რა თქმა უნდა მარა ძაან რთულია ლიტვასთან მოგება

21:36 | 17.06.2017
skorpiona (519)

ვალანჰუნასმა არ მოგვიგო ზუსტად?

22:29 | 17.06.2017
vaxo22 (692)

მაჩიულისმა

18:01 | 17.06.2017
dixdavid (351)

კარგი შემადგენლობაა, მაგრამ დაუმარცხებელი არავინაა.
თან, ლიტვასთან ძველი ვალები გვაქვს გასასტუმრებელი.
თუ ჯანმრთელად ვიქენით, არც ჩვენი ბიჭები არიან ვინმეზე ნაკლები.
შერმამ კიდე თუ ისე ითამაშა, როგორც ამას მადრიდის რეალის წინააღმდეგ აკეთებდა, ათი მაჩიულისი ვერ მოგვჭამს ფეხებს.

19:05 | 17.06.2017
vaxo22 (692)

კი შეგვიძლია ლიტვის დამარცხება

16:38 | 17.06.2017
vaxo22 (692)

მაგარი ხალხი შეუკრებიათ ლიტველებს თუმცა პარკეტზე გამოჩნდება ვინ უფრო ძლიერია

13:12 | 17.06.2017
rejimiler (649)

ლიტვაზე წინ მგონი ლატვია წავა

13:23 | 17.06.2017
sabonis (5837)

არა გამორიცხული, მარა შემადგენლობით ესენი ჯობს.

12:49 | 17.06.2017
ლილუ, ცოტა ნაზად... ( KORBEN ) (6564)

მიუხედავად იმისა, რომ მთელი წელია დურანტს ვაგინებ, მაჩიულისის რეკორდი მაინც ვერ მოხსნა მაგ მხრივ DDDDDDDDD
ლიტვასთან მცირე შანსები გვაქვს შედარებით.

სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.118547