სხვა

18:26 | 16.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსნობა. ქართველები ტოკიოში

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გადის. ახალგაზრდებში. ტურნირი 15 ივნისს ტოკიოში დაიწყო.

საქართველოს ნაკრები იაპონიაში 4 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

ტურნირს რეზი დავითაძე იწყებს. 85 კილოგრამში, 20 ივნისს. ჩვენი დროით 12:30. დავითაძე ახალგაზრდებში ვიცე-ჩემპიონია. და რეზი მედლისთვის იბრძოლებს. A ჯგუფი.

105 კილოგრამი. საქართველოს ორი წარმომადგენელი ჰყავს. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი კადეტებში ირაკლი ჩხეიძე და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ახალგაზრდებში დავით ხეცურიანი, რომელიც პროცესში საქართველოს ჩემპიონიც არის. გამოსვლის დრო - 22 ივნისი, 12:30. A ჯგუფი.

23 ივნისი. გიორგი ჩხეიძე. 2016 წლის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი. კატეგორია - +105. 08:30. A ჯგუფი.

ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელია მალხაზ ლომთაძე.

და ტოკიოში იქნება ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე. ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდა. საუკთესო მოტივატორი ახალგაზრდებისთვის.

0.136145