ფეხბურთი

15:30 | 16.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

A Bola: რონალდუ “რეალიდან” მიდის

პორტუგალიური A Bola-ს ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის “რეალიდან” წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ “სამეფო კლუბის” პრეზიდენტს ფლორენტინო პერესსაც ესაუბრა. მიზეზად, ესპანეთის პროკურატურის მხრიდან ფეხბურთელისთვის წაყენებული ბრალდებები სახელდება. წყაროს ცნობით, პორტუგალიელ ფორვარდს, მიუხედავად იმისა, რომ გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდება არ დაუმტკიცდა, ესპანეთში დარჩენა აღარ უნდა.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ესპანური Marca-ც, რომელიც იტყობინება, რომ “რეალის” ხელმძღვანელები ყველაფერს აკეთებენ, რათა რონალდუს გადაწვეტილება შეაცვლევინონ. იმედს გამოთქვამენ, რომ მათი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და ფეხბურთელი თავისი თამაშით მომავალ სეზონებშიც გაახარებს მადრიდელ ქომაგებს, თუმცა ამავდროულად აღნიშნავენ, რომ არ სურთ გუნდში ვინმეს შენარჩუნება, მისი ნების საწინააღმდეგოდ.

სად გააგრძელებს კარიერას რონალდუ ესპანეთიდან წასვლის შემთხვევაში, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ყველაზე რეალურ ვარიანტებად “მანჩესტერ იუნაიტედი” და “პარი სენ ჟერმენი” სახელდება.

0.118305