თამაშგარე

10:31 | 16.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნინა აგდალი გათხოვებაზე ოცნებობს

“ნინა ნინა ჩემო ნინა

გათხოვება ხომ არ გინდა?

გათხოვება რომ მინდოდეს

შენი კითხვა მე რად მინდა?!”

ადამიანმა რომ არ იცოდეს, ეს ლექსი ტიციან ტაბიძეს რამ დააწერინა, ნამდვილად იფიქრებს, რომ დანიელი მოდელის – ნინა აგდალისადმია მიძღვნილი, რომელიც გათხოვებაზე ისეა თვალებდაჭყეტილი, ოღონდ საწადელს მიაღწიოს და ნებისმიერს შეიყვარებს.

ამასწინათ ნინა აგდალმა დაიჩივლა, ჩემი გაქანებისა და ცნობადობის ყველა ლამაზმანი მოდელი გათხოვილია და გარშემო ქმრები დასტრიალებენ და მე რა ფეტვი მირევია ასეთი, აქამდე რომ ვერ მივაღწიე საწადელსო. ნინამ ისიც თქვა, ერთი კარგი სპორტსმენი ბიჭი ჩამაგდებინა ხელში და მე აგდალის ქალი არ ვიყო, თუ ახალ “წვრთნის პროგრამაში” არ ჩავრთო და სიცხიანივით სულ ოფლი არ ვადენინოო. რომ მიუშვათ – გამკეთებელია!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.178654