სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ისტორია

8:45 | 16.06.2017 | ნანახია 338 - ჯერ

16 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1957 - დაიბადა ადრი ვან ტიგელენი. 1982-93 წლებში ჰოლანდიის ნაკრების მცველი. გუნდის შემადგენლებოში ჩაატარა 56 მატჩი. ევროპის 1988 წლის ჩემპიონი. ჰოლანდიის ჩემპიონი. ორ-ორჯერ გახდა ბელგიის ჩემპიონი და თასის მფლობელი. იყო პსვ-სა და როტერდამის “სპარტას” მწვრთნელი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1909- ჯიმ ტორპმა ბეისბოლისტთა ეროვნულ ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა. მოგვიანებით, პროფესიონალი სპორტსმენობის გამო, მას ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი ჩამოართვეს.

1938- სკანდალურად ჩაიარა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალურმა შეხვედრამ ბრაზილიისა და იტალიის ნაკრებთა მონაწილეობით. როდესაც “სკუადრა აძურა” 1:0-ს იგებდა, ბურთმა მინდორი დატოვა, ამ დროს კი იტალიელმა ფორვარდმა სამხრეთ ამერიკელთა საჯარიმო მოედანზე ბრაზილიელ მცველს ფეხი ჩაარტყა. შვეიცარიელ არბიტრს იტალიელი უნდა დაესაჯა, ამის ნაცვლად კი ბრაზილიელთა კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა. მატჩის შემდეგ ბრაზილიელთა დელეგაციამ ფიფას ოფიციალური პროტესტით მიმართა, თუმცა, სამხრეთ ამერიკელთა საჩივარი არ დააკმაყოფილეს. შეხვედრა იტალიამ 2:1 მოიგო და ფინალში გავიდა.

1952- ნიუ იორკში ჩატარებულ მატჩში, ლონდონურმა “ტოტენჰემ ჰოტსპურმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” 7:1 მოუგო.

1971- ჰოლანდიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “გრონინგენი”.

1975- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა, “მილუოკი ბაქზმა” კარიმ აბდულ ჯაბარი და უოლტერ უელსი, “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” ორ მოთამაშეში გაუცვალა.

1976- ზაგრები ევროპის ჩემპიონატი

1978- თბილისის “დინამოს” სტადიონზე მძლეოსანთა შეჯიბრების დროს სიმაღლეზე ხტომაში მსოფლიო რეკორდი დამყარდა. საბჭოთა ათლეტი ვლადიმირ იაშჩენკო 2 მეტრსა და 34 სანტიმეტრზე გადებულ თამასას გადაახტა.

1982- ბრაიან რობსონმა მუნდიალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. ესპანეთის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში, ინგლისელებმა ფრანგებს სძლიეს, “მანჩესტერელმა” რობსონმა კი, შეხვედრაში ანგარიში 27-ე წამზე გახსნა.

1983- კარლუშ ვიეირამ პორტუგალიის ქალაქ ლეირიაში 191 საათის განმავლობაში ველოსიპედით იარა.

1985- ამერიკელმა მძლეოსანმა ვილი ბენქსმა სამხტომში მსოფლიოს რეკორდი დაამაყარა (17 მეტრი, 97 სანტიმეტრი).

1995- საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სოლტ ლეიკ სიტის, ზამთრის მეცხრამეტე ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება მიანიჭა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სოკ-ის ჩინოვნიკებმა სოლტ ლეიკ სიტის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წევრთაგან ქრთამი აიღეს.

1996- NBA-ის პლეი-ოფის ფინალში “ჩიკაგო ბულზმა” “სიეტლ სუპერსონიქსი” დაამარცხა და ასოციაციის რიგით ორმოცდამეათე ჩემპიონი გახდა.

1999- ათენში მიმდინარე მძლეოსანთა შეჯიბრებაზე, ამერიკელმა სპრინტერმა მორს გრინმა 100 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (9,79 წამი).

1999- ათენში მიმდინარე მძლეოსანთა შეჯიბრებაზე, მაქსიმ ტარასოვმა ჭოკით სიმაღლეზე ხტომაში 6 მეტრი და 5 სანტიმეტრი დაძლია.

2005- ქალ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ნორვეგიისა და გერმანიის ნაკრებები გავიდნენ.

2006- გერმანიის მსოფლიოს მეთვრამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: არგენტინა - სერბეთი 6:0; ჰოლანდია – კოტ დივუარი 2:1; მექსიკა – ანგოლა 0:0.

2007- IRB-ის ერთა თასის გათამაშების დასკვნით ტურში, საქართველოს რაგბისტთა ეროვნულმა ნაკრებმა იტალიის A გუნდი დაამარცხა (22:20). ბუქარესტში გამართულ ტურნირში, ქართველებმა სამხრეთ აფრიკისა და არგენტინის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავეს.

2008- ავსტრია-შვეიცარიის ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიამ პოლონეთს, გერმანიამ კი ავსტრიას 1:0 სძლიეს. მას შემდეგ, რაც კონტინენტის პირველობის დასკვნით ეტაპზე მომაწილეთა რაოდენობა გაიზარდა და გჯუფური ეტაპების ჩატარება გახდა საჭირო (1980), პირველად მოხდა, როცა მეოთხედფინალში მასპინძელთა ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ გავიდა. 2008 წლის მსგავსად, 2000 წლის პირველობასაც, ჰოლანდია-ბელგიის სახით, ორი მასპინძელი ჰყავდა.

2010- სამხრეთ აფრიკის საფეხბურთო მუნდიალზე ევროპის ჩემპიონმა ესპანეთმა დურბანში ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარიასთან 0:1 წააგო, ნელსპრუიტში ჩილემ ჰონდურასს 1:0 მოუგო, ხოლო პრეტორიაში ურუგვაიმ სამხრეთ აფრიკას 3:0 სძლია.

ამ დღეს დაიბადნენ

1891- ხოსე ბენინკასა. 1917-29 წლებში ურუგვაის მონტევიდეოს “პენიაროლის” მცველი და კაპიტანი. ურუგვაის 10-გზის ჩემპიონი. ურუგვაის ნაკრებში ჩაატარა 35 მატჩი, რომელშიც 8-ჯერ გუნდის კაპიტანი იყო- პირველი ურუგვაელი ფეხბურთელი, რომელმაც საზღვარგარეთ იასპარეზა. ხოსე ბენინკასა 1916 წელს ბუენოს აირესის “ბოკა ხუნიორსის” ღირსებას იცავდა.

1911- ვილიბალდ შმაუსი. 1930-40-იან წლებში ავსტრიისა და გერმანიის ნაკრებთა ნახევარმცველი. ორივე ეროვნულ გუნდში ჩაატარა 25-25 მატჩი. მსოფლიოს 1938 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ავსტრიის ხუთგზის ჩემპიონი და გერმანიის თასის მფლობელი.

1916- ჰენკ ლუიზეტი. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მან პირველმა დაამკვიდრა კალათის მისამართით ბურთის ცალი ხელით ტყორცნა.

1933- კონსტანტინე ლოკტევი. ჰოკეიში ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების, საბჭოთა კავშირის პირველობების მრავალგზის გამარჯვებული.

1944- ტაკამაიმა. ჰავაელი სუმოისტი. ჭიდაობის ამ სახეობაში პირველი არაიაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი.

1946- რიკ ადელმანი. ამერიკელი კალათბურთელი და მწვრთნელი. წვრთნიდა “პორტლენდს”, “გოლდენ სტეიტს”, “საკრამენტოს”. ამჟამად “ჰიუსტონის” დამრიგებელია. მწვრთნელის რანგში ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მოგებული აქვს 800-ს შეხვედრაზე მეტი.

1949- პაულო სეზარი. ბრაზილიელი ფეხბურთელი. 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1974 წლის მუნდიალის ნახევარფინალისტი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 64 მატჩი, გაიტანა 27 გოლი.

1951- რობერტო დურანი. პანამელი მოკრივე. 1972-90 წლებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა ოთხ წონით კატეგორიაში (მსუბუქ და საშუალო წონებში). ძლიერი დარტყმის გამო, “ქვის მუშტი” შეარქვეს. რინგზე ჩატარებული 119 ორთაბრძოლიდან 103 მოიგო, მათ შორის 70 ნოკაუტით. აქტიური სპორტული კარიერა 50 წლისამ 2002-ში მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მანამდე რამდენიმე თვით ადრე ავტოავარიაში მოჰყვა. პოპულარული გამოცემა “რინგ მეგეზინის” ვერსიით ყველა დროის საუკეთესო მოკრივეთა შორის მეხუთე ადგილზეა.

1952- ალექსანდრ ზაიცევი. ციგურებით ფიგურულ სრიალში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი (1976, 1980). მსოფლიოსა და ევროპის პირველობების მრავალგზის ჩემპიონი. გამოდიოდა ირინა როდნინასთან წყვილში.

1957- ადრი ვან ტიგელენი. 1982-93 წლებში ჰოლანდიის ნაკრების მცველი. გუნდის შემადგენლებოში ჩაატარა 56 მატჩი. ევროპის 1988 წლის ჩემპიონი. ჰოლანდიის ჩემპიონი. ორ-ორჯერ გახდა ბელგიის ჩემპიონი და თასის მფლობელი. იყო პსვ-სა და როტერდამის “სპარტას” მწვრთნელი.

1959- ჟუარი. 1970-80-იანი წლების ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა პორტუგალიასა და იტალიაში. განსაკუთრებულ წარმატებას “პორტოში” გამოსვლისას

მიაღწია, რომლის რიგებშიც 1987 წელს ჩემპიონთა და საკონტინენტთაშორისო თასები, აგრეთვე, ევროპის სუპერთასი მოიპოვა. პორტუგალიის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

1966- იან ჟელეზნი. ჩეხი მძლეოსანი. შუბის ტყორცნაში 1992 და 1996 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1966- რენდი ბარნსი. ამერიკელი მძლეოსანი. ბირთვის კვრაში დამყარებული აქვს მსოფლიო რეკორდი.

1970- კობი ჯონსი. 1991-2003 წლებში აშშ-ს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი. აშშ-ს ნაკრებში ჩატარებული აქვს სარეკორდო მატჩების (164) რაოდენობა. მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილე. 2002 წელს გახდა აშშ-ს ჩემპიონი.

1973- ნიკოს მახლასი. საბერძნეთის ნაკრების, ოფი-ს, არნემის “ვიტესის”, ამსტერდამის “აიაქსის”, “სევილიას”, “ირაკლისის”, კვიპროსის აპოელ-ის ფორვარდი. საბერძნეთის ნაკრებში ჩაატარა 61 მატჩი, გაიტანა 18 გოლი. “აიაქსის” შემადგენლობაში (ამ გუნდში მახლასი შოთა არველაძის პარტნიორი იყო) 2002 წელს გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი, 1999 და 2002 წლებში კი ქვეყნის თასი მოიპოვა. ნიკოს მახლასი “ვიტესის” შემადგენლობაში გამოსვლისას ევროპის ბომბარდირთათვის განკუთვნილი პრიზით “ოქროს ბუცით” დაჯილდოვდა. მან იმ სეზონში 38 გოლი გაიტანა. 2007 წელს გახდა კვიპროსის ჩემპიონი, 2008-ში კი ამ ქვეყნის თასს დაეუფლა.

1978- დაინიუს ზუბრისი. ლიტველი ჰოკეისტი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ვაშინგტონის” ფორვარდი.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.127095