ფეხბურთი

21:27 | 15.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რანიერი "ნანტის" მწვრთნელი გახდა

იტალიელმა სპეციალისტმა კლაუდიო რანიერიმ "ნანტი" ჩაიბარა. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 65 წლის მწვრთნელმა ლიგა 1-ის კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რანიერი ბოლოს "ლესტერს" წვრთნიდა და მისმა გაწვრთნილმა გუნდმა სენსაციურად პრემიერლიგა მოიგო. "მელიებმა" იტალიელის ხელმძღვანელობით 81 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 36 მოიგეს, 21 ფრედ დაასრულეს, ხოლო 24 შეხვედრაში მარცხი განიცადეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114841