ფეხბურთი

17:24 | 15.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლას რიგში მოის კინია

საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა იტალიაშია და 2 ფეხბურთელის ახალ ხელშეკრულებებს განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავარი მიზანი ჯანლუიჯი დონარუმას საკითზე “მილანთან” მოლაპარაკებაა, თავის რიგს ელოდება კიდევ ერთი ახალგაზრდა მოთამაშე მოის კინი.

კინი სრულწლოვანი 2018 წლის თებერვალში გახდება და სწორედ ამის შემდგომ შეეძლება ოფიციალურად მოაწეროს კონტრაქტს ხელი. “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობას ამ ეტაპზე რაიოლასთან მხოლოდ დროებითი შეთანხმების გაფორმება სურს, რომელიც ძალაში იქამდე იქნება, სანამ მოთამაშე 18 წლის გახდება.

ახალგაზრდა იტალიელი 2000 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის პირველია, რომელმაც სერია A-ში და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა.

გასულ სეზონს კინი ოთხჯერ გამოჩნდა “იუვენტუსის” რიგებში და მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, 24 წუთში მოახერხა 1 გოლის გატანა იტალიის ჩემპიონატში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107851