ფეხბურთი

13:27 | 14.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: “14 წლის ვიყავი, როდესაც ჩემით “რეალი” დაინტერესდა”

საფრანგეთის ნაკრებისა და “მონაკოს” ახალგაზრდა ფორვარდი კილიან მბაპე ზაფხულში კლუბის შეცვლას არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ მონაკოელებმა აქამდე მიღებულ ყველა შეთავაზებაზე უარი თქვეს.

საფრანგეთისა და ინგლისის ასაკობრივი ნაკრების დაპირისპირების შემდეგ, მბაპემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ოჯახთან უნდა შეათანხმოს, საბოლოო სიტყვას კი “მონაკო” იტყვის.

“პირველ ყოვლისა, ყველა ვარიანტი ოჯახთან ერთად უნდა განვიხილო. მე კონტრაქტი “მონაკოსთან” მაკავშირებს, რომელსაც ბოლო სიტყვა ეკუთვნის. გაზეთებში ბევრი რამ დაიწერა, ბევრმა კლუბმა გამოთქვა ჩემდამი ინტერესი. მადრიდის “რეალს” რაც შეეხება, ეს ახალი არ არის. ჯერ კიდევ 14 წლის ვიყავი, როდესაც “რეალი” ჩემით დაინტერესდა”, - განაცხადა მბაპემ.

კილიან მბაპემ გასულ სეზონში 44 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა. 2-ჯერ ითამაშა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში. მის გადაბირებას “რეალი”, “არსენალი”, “ლივერპული” და “პარი სენ ჟერმენი” ცდილობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128531