ფეხბურთი

21:54 | 13.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “რომას” ახალი მწვრთნელი ჰყავს

იტალიის ვიცე-ჩემპიონ “რომას” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. როგორც რომაული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, “ჯალოროსის” ამიერიდან ეუსებიო დი ფრანჩესკო გაწვრთნის.

47 წლის სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

“ძალიან ბედნიერი ვარ “რომაში” დაბრუნებით. გავწვრთნი გუნდს, რომელიც ჩემთვის ყოველთვის ბევრს ნიშნავდა. დიდი მადლობა პრეზიდენტ პალოტას და ყველა იმ ადამიანს, ვინც მენდო”, - თქვა დი ფრანჩესკომ.

ეუსებიო “რომაში” ფეხბურთელის რანგში 1997-2001 წლებში თამაშობდა. სამწვრთნელო კარიერა კი, 2005 წელს დაიწყო. 2012 წლიდან იგი “სასუოლის” წვრთნიდა წარმატებით.

0.112043