ფეხბურთი

21:21 | 13.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რომამ” პირველი ტრანსფერი განახორციელა

იტალიის ვიცე-ჩემპიონმა “რომამ” მექსიკის ნაკრების მცველი ექტორ მორენო შეიძინა. “ჯალოროსის” ვებგვერდის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელმა იტალიელებთან ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

“რომამ” მორენის სანაცვლოდ ჰოლანდიურ პსვ-ს 5.7 მილიონი ევრო გადაუხადა.

ექტორ მორენომ თავი “ალკმაარში” გამოიჩინა, საიდანაც “ესპანიოლში” გადავიდა, ხოლო 2015 წელს პსვ-ს მაისური მოირგო. გასულ სეზონში მექსიკელმა ერედივიზიონში 32 თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

მორენო “რომას” პირველი შენაძენია მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109494