თამაშგარე

23:25 | 13.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

პირლო მეღვინეობას ამერიკაშიც არ ივიწყებს

მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ანდრეა პირლო უკვე 38 წლისაა, იგი ფეხბურთის თამაშს მაინც აგრძელებს და ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო კლუბ “ნიუ იორკ სითიში” ირჯება. ანდრეას უმთავრესმა ჰობმა – მევენახებამ და მეღვინეობამ კი თავისი გაგრძელება შორეულ ამერიკაშიც ჰპოვა.

როგორც იცით, ანდრეას იტალიაში, ტოსკანასა და პიემონტის რეგიონებში უკვე აქვს საკმაოდ დიდი ვენახები და ღვინოსაც წლებია შესანიშნავს აყენებს, მაგრამ იტალიელი ფეხბურთელი სულ ახლის ძიებაშია. როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, პირლო ამერიკული, კერძოდ კი კალიფორნიული მეღვინეობითაა დაინტერესებული და კალიფორნიის ცნობილ აპელასიონში (ადგილწარმოშობის დასახელება) - ნაპაველიში ვენახების შეძენაც გადაუწყვეტია.

პირლო თავად ჩავიდა კალიფორნიაში და იქაურ მევენახეებთან სერიოზული კონსულტაციებიც ჰქონია. იტალია და კალიფორნია ერთმანეთისგან კლიმატის გარდა ნიადაგებითაც განსხვავდება და ჭკვიანმა მეღვინემ სანამ ვენახის შეძენას გადაწყვეტს - უნდა იცოდეს ვენახის არამხოლოდ მოვლის გზები და ხერხები, არამედ ისიც ზუსტად უნდა იცოდეს, ამ ვენახისგან რას მოელის. ანდრეა პირლო კი ჭკვიანი და გონიერი კაცი რომაა – ეს მისი შესანიშნავი საფეხბურთო კარიერითაც დადასტურდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.151956