ფეხბურთი

22:17 | 12.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" ხესუს ვალეხო დაიბრუნა

მადრიდის „რეალმა“ თავის საკუთრებაში მყოფი ნიჭიერი ცენტრალური მცველი ხესუს ვალეხო დაიბრუნა. Marca-ს ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელი „სამეფო კლუბს“ ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდება.

„რეალმა“ ვალეხო 2015 წლის ზაფხულში 5 მილიონ ევროდ „სარაგოსადან“ იყიდა, თუმცა 2015/16 წლების სეზონი არაგონულ გუნდში იჯარით გაატარა.

განათხოვრებული იყო ვალეხო გასულ სეზონშიც, ოღონდ ფრანკფურტის „აინტრატხში“. გერმანულ გუნდში მან 27 თამაში ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ესპანელი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ხესუს ვალეხო „რეალში“ პორტუგალიელი პეპეს შემცვლელად მოიაზრება.

0.114745