ფეხბურთი

17:27 | 12.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლეხი" და "გლაზგო რეინჯერსი" - კაჭარავას მსურველები

ნიკა კაჭარავას შეძენა პოლონური პოზნანის "ლეხსა" და შოტლანდიურ "გლაზგო რეინჯერსს" სურთ. ინფორმაცია კვიპროსული Philenews ავრცელებს. ორივე გუნდი წლეულს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

"ლეხის" მხრიდან ინტერესზე ადრეც ვწერდით. პოლონელები ზამთარშიც განიხილავდნენ ქართველი ფორვარდის შეძენის ვარიანტს.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. კაჭარავა, ჯერჯერობით, კვიპროსული "ეთნიკოსის" ფეხბურთელია.



0.114278