ფეხბურთი

16:43 | 12.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2016/17:სუპერლიგაში 1/2 ფინალურმა სერიამ აიღო სტარტი

11 ივნისს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა.

კვირა დღემ, ბრინჯაოს ლიგის მე-5 ტურის შეხვედრებით აიღო სტარტი.

დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა DHL-მა, რომელმაც დომსონ’ს ინჯინეარინგი დაამარცხა 9:2. დიდი ანგარიშით იმარჯვა გათამების ლიდერმა, თბილისის მერიამ, რომელმაც მტკვარი ენერჯის სძლია 10:3. უაღრესად დაძაბული გამოდგა ელიტა ბურჯისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდების დაპირისპირება, ფრე 6:6. ყაიმზე „შეთანხმდნენ“ ჰერმესის და ხალიკ ბანკის გუნდები 2:2. ხუთი ტურის შემდეგ სწორედ ეს ორი გუნდი განაგრძობს ასპარეზობას მოგების გარეშე და შესაბამისად სატურნირო ცხრილშიც ბოლო პოზიციებზე იმყოფებიან.

11.06.2017. ბრინჯაოს ლიგა. V ტური

DOMSON’S – DHL 2:9

თბილისის მერია - მტკვარი ენერჯი 10:3

ელიტა ბურჯი - სდსს 6:6

ჰერმესი - ხალიკ ბანკი 2:2

სუპერლიგა C-ში მე-3 და მე-4 ტურის თითო გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა, აჭარის ნაკრებმა აჭარა ჯგუფი დაამარცხა 6:1 და ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა. ფრედ 5:5 დასრულდა უნიკრედიტისა და რუბიკონის დაძაბული დაპირისპირება

11.06.2017. სუპერლიგა C. III ტური

აჭარის ნაკრები - აჭარა ჯგუფი 6:1

11.06.2017. სუპერლიგა C. IV ტური

Unicredit.ge - რუბიკონი 5:5

ოქროს ლიგა კვლავ მეოთხე ½ ფინალისტის მოლოდინშია. კვირას გაიმართა განმეორებითი 1/4 ფინალური დაპირისპირება პატრულსა და ვითიბი ბანკს შორის, რომელიც „ბანკირების“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ვინაიდან პირველი შეხვედრა „ძალოვნებს“ ასეთივე ანგარიშით ქონდათ მოგებული, მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობას მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა გაარკვევს. ამ წყვილში გასული გუნდის მეტოქე 1/2 ფინალში ნატახტარი იქნება, ხოლო მეორე ½ ფინალური დაპირისპირება საქართველოს ფოსტასა და GWP-ის შორის გაიმართება.

11.06.2017. ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი (II)

პატრული - ვითიბი ბანკი1:2 (2:1)

ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობაა ცნობილი ვერცხლის ლიგაში. 11 ივნისს 1/4 ფინალური ეტაპის ორი გადამწყვეტი დაპირისპირება გაიმართა. შემოსავლების სამსახურის გუნდი უმძიმეს ბრძოლაში 1:2 დამარცხდა ლიბერთი ბანკთან და ასპარეზობას გამოეთიშა, ხოლო ევროპაბეთმა პირველი შეხვედრის მსგავსად, ფრედ 1:1 დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ, მესამე დაპირისპირებაც 7 მეტრიანების სერიაში მოუგო ავერსს და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა. მომდევნო ეტაპზე გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ, ლიბერთი ბანკი ბაქსვუდს დაუპირისპირდება, ხოლო ევროპაბეთის მეტოქე საქართველოს ბანკი იქნება. სერია ორ მოგებამდე გაგრძელდება.

11.06.2017. ვერცხლისლიგა. 1/4 ფინალი (II)

RS - ლიბერთი ბანკი 1:2, (2:2 პენ.4:3), (2:3)

ევროპაბეთი - ავერსი 1:1 პენ.3:2, (0:1), (1:1,პენ.3:2)

ნახევარფინალურმა სერიამ აიღო სტარტი სუპერლიგაში.

სუპერლიგა B-ს პირველი შეხვედრები განსაკუთრებული ინტრიგის გარეშე წარიმართა, Funday-მ 4:0 დაამარცხა საქართველოს უნივერსიტეტი, ხოლო ევროკრედიტმაზესტაფონის „ფეროს“ აჯობა 6:3.

11.06.2017. სუპერლიგა B. 1/2 ფინალი (I)

Funday Ent – FC UG 4:0

სკ ფერო - სკ ევროკრედიტი 3:6

რაც შეეხება სუპერლიგა A-ს, აქ მხოლოდ ერთი 1/2 ფინალური დაპირისპირება გაიმართა. რეგულარული სეზონის გამარჯვებული პსპდანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდს დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო დამაჯერებლად გაიმარჯვა - 5:2. მეორე ნახევარფინალში, ერთმანეთს მფკ ნატახტარი და სფფ დაუპირისპირდებიან.

11.06.2017. სუპერლიგა A. 1/2 ფინალი (I)

FC PSP – CFCP 5:2

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, სასტუმრო „ბილტმორი“

მედია პარტნიორები: რადიოები, „თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური / sbm.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.198961