ძიუდო

15:12 | 12.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ძიუდოისტების 7 ოქრო 8 შესაძლებლიდან

ამ უქმეებზე თბილისმა ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის პირველ საერთაშორისო ტურნირს - „ზედაზენის თასს" უმასპინძლა. 10 ათასი დოლარის საპრიზო ფონდიან შეჯიბრებაზე, რომელიც შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში გაიმართა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით გამოვიდა და რვა წონითი კატეგორიიდან შვიდში ოქროს მედალი მოიპოვა.

პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ჯაბა პაპინაშვილი (55 კგ), რობინზონ ბეგლარაშვილი (60 კგ), გიორგი ლიპარტელიანი (66 კგ), ტატო გრიგალაშვილი (73 კგ), ლუკა მაისურაძე (81 კგ), გიორგი გველესიანი (90 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) ავიდნენ. 100 კილოგრამში კი ყველას აზერბაიჯანელმა მუსა შაკარალიევმა აჯობა. ფინალში მან ზაურ კენჭაძე დაამარცხა.

"ზედაზენის თასზე" მონაწილეობა საქართველოს, გერმანიის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ტაჯიკეთის ახალგაზრდულმა ნაკრებებმა მიიღეს.

ძიუდო

"ზედაზენის თასი"

10-11 ივნისი

55კგ

1 ჯაბა პაპინაშვილი (საქართველო)

2 როვშან ალიევი (აზერბაიჯანი)

3 ვანო ნინიაშვილი (საქართველო)

3 ფარიდ გაზანფაროვი (აზერბაიჯანი)

60კგ

1 რობინზონ ბეგლარაშვილი (საქართველო)

2 თემურ ნოზაძე (საქართველო)

3 აჰმად იუსიფოვი (აზერბაიჯანი)

3 ლაშა ნადირაძე (საქართველო)

66კგ

1 გიორგი ლიპარტელიანი (საქართველო)

2 იაგუბ ჯავადოვი (აზერბაიჯანი)

3 ბაგრატ ნინიაშვილი (საქართველო)

3 არმენ ტადევოსიანი (რუსეთი)

73კგ

1 ტატო გრიგალაშვილი (საქართველო)

2 გიგა გიგაური (საქართველო)

3 გიორგი დიდებაშვილი (საქართველო)

3 გიორგი ელბაკიევი (რუსეთი)

81კგ

1 ლუკა მაისურაძე (საქართველო)

2 ტრისტან მოსახლიშვილი (საქართველო)

3 გოგა ქევხიშვილი (საქართველო)

3 ფირუზ ქეთიაშვილი (საქართველო)

90კგ

1 გიორგი გველესიანი (საქართველო)

2 დავით იმერლიშვილი (საქართველო)

3 ვაჟა კაკილაშვილი (საქართველო)

3 გიორგი ჩიქოვანი (საქართველო)

100კგ

1 მუსა შაკარალიევი (აზერბაიჯანი)

2 ზაურ კენჭაძე (საქართველო)

3 ონისე სანებლიძე (საქართველო)

3 ავთანდილ ტაბატაძე (საქართველო)

+100კგ

1 გელა ზაალიშვილი (საქართველო)

2 დავით რაზმაძე (საქართველო)

3 ნიკა სისვაძე (საქართველო)

3 ამირან წიქორიძე (საქართველო)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113663