ფეხბურთი

13:30 | 12.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" მორიგი შენაძენი - ანდრე სილვა

„მილანი“ სატრანფსერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს. Gazzetta dello sport-ის ინფორმაციით, „პორტუსა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი ანდრე სილვა კარიერას „როსონერიში“ გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, 21 წლის ნიჭიერი თავდამსხმელი უკვე მილანშია და დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდგომაც იტალიურ გრანდთან კონტრაქტს გააფორმებს.

„მილანს“ სილვას შეძენა 38 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო ფეხბურთელის პირად გასამრჯელოზე ჯერ არაფერი თქმულა.

ანდრე სილვა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ თავდამსხმელად მიიჩნევა. „პორტუს“ აღზრდილია და გასულ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ 43 მატჩში 21 გოლი გაიტანა (აქედან 5 ჩემპიონთა ლიგაზე).

პორტუგალიის ნაკრებში კი, ახალგაზრდა შემტევის ანგარიშზე 8 თამაში და 6 გოლია. აღსანიშნავია, რომ ექვსივე გოლი მას მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში აქვს გატანილი.

აქვე შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ უკვე მოასწრო ფრანკ კესიეს, რიკარდო როდრიგესისა და მატეო მუსაჩოს დამატება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130862