ავტოსპორტი

21:51 | 11.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქაჯაია მთავარი მეტოქე ისევ უიღბლობაა

TCR-ის საერთაშრისო სერიის მეხუთე ეტაპს ავსტრიის ზალცბურგრინგმა უმასპინძლა, რომელზეც ქართულმა გუნდმა „GE-ფორსმა“ ერთი გამარჯვება მოიპოვა. თუმცა ამის მიუხედავად, საერთო ჯამში გუნდისთვის „რედ ბულის“ ტრეკზე გამოსვლა არც ისე წარმატებული გამოდგა - მეორე რბოლაში მისმა პილოტებმა ქულის აღება ვერ მოახერხეს.

პირველი რბოლა „GE-ფორსის“ სერბი დუშან ბორკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა. მან პირველ მოსახვევამდევე შეძლო დაწინაურება (სტარტი მეორე პოზიციიდან აიღო) და ლიდერობა ფინიშამდე შეინარჩუნა. თუმცა მე-12 წრეზე, როცა უსაფრთხოების მანქანამ ტრასა დატოვა, გიგანტი სერბის ლიდერობას საფრთხე შეექმნა - მას მატ’ო ჰომოლამ გაასწრო, ვინც რბოლა პოულიდან დაიწყო და სტარტიდან მდევრის როლში იყო. მაგრამ ბორკო არ დაიბნა და ორიოდე მოსახვევში დაიბრუნა მოწინავე პოზიცია, რომელიც ბოლომდე აღარავისთვის დაუთმია.

დათა ქაჯაიამაც უბადლო სტარტი აიღო. მე-13 სასტარტო პოზიციიდან ერთბაშად რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და მერვე ადგილზე გადაინაცვლა. მის წინ სერიის ორგზის ჩემპიონი სტეფანო კომინი გერმანელ თომას იეგერს უტევდა და მალე გაასწრო კიდეც. მეექვსე წრეზე იაგერი ქაჯაიამაც ჩამოიტოვა, თუმცა გერმანელმა მალევე დაიბრუნა დანაკარგი. ამასობაში კი კომინიმ ჯეიმს ნაში და პეპე ორიოლაც ჩამოიტოვა.

მერვე წრეზე მოხდა ინციდნტი, რის გამოც ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. ამის გამო, სტიუარდებმა წრეების რიცხვი ორით, 17-მდე გაზარდეს. რესტარტის შემდგ (მე-12 წრე) იეგერმა და ქაჯაიამ ნაშს ერთმანთიუს მიყოლებით გაასწრეს, მაგრამ ქართველმა მე-6 პოზიციის შენარჩუნება ვერ მოახერხა. იეგერმა კომინისაც შეუტია, რომელიც ჰომოლას უტევდა. მაგრამ ამ დროს ჩემპიონატის ლიდერმა ჟან-კარლ ვერნეიმ მანქანა დაამტვრია, რის გამოც, ტრასაზე ისევ უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. ერთი წრის შემდეგ კი მსაჯებმა წითელი დროშები გამოფინეს და რბოლა ნაადრევად შეწყდა. ბორკოვიჩმა გაიმარჯვა!

მეორე რბოლაში ჩვენს გუნდს არ გაუმრთლა. ბორკოვიჩი მე-6 წრეზე დატრიალდა და ასპარეზობას გამოეთიშა. დათამ ამჯერადაც შესანიშნავი სტარტი აიღო და ერთბაშად რამდნმე მეტოქე ჩამოიტოვა. მე-3 წრეზე ფრედერიკ ვერვიშს წამოეწია და შეუტია კიდეც, მაგრამ ამაოდ. მეოთხე წრეზე ქაჯაიამ შეტევა გაიმეორა და ამჯერად მიზანს მიაღწია, თუმცა მალევე დაკარგა მოპოვებული მე-7 პოზიცია. მე-5 წრეზე მან ისევ გაასწრო ვერვიშს, მაგრამ გასწრების მანევრი დასრულებული არ ჰქონდა, რომ ორივე იეგერმა ჩამოიტოვა. მე-10 წრეზე დათა ნაშს წამოეწია, რომელიც მანამდე ვერვიშმა ჩამოიტოვა.

მე-11 წრეზე ორიოლა შეცდა და დატრიალდა. მისი „სეატი“ უსაფრთხოების ზოლის ხრეშში ჩარჩა, რის გამოც, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანას უხმეს. ამის გამო, სტიუარდებმა რბოლას ისევ ორი წრე დაუმატეს. რესტარტიდან რამდენიმე მოსახვევში კი ქაჯაიას არ გაუმართლა - მის „ჯულიეტაზე“ წინა მარცხენა ბორბალმა დაიშვა და ქართველი მრბოლი იძულებული გახდა, ბოქსში შესულიყო. იქიდან გამოსული კი პელოტონის უკან, უქულო ზონაში აღმოჩნდა...

მეორე რბოლა იტალიელმ რობერტო კოლჩაგომ მოიგო, რომელიც სტარტზევე პოულიდან დაწინაურდა და ლიდერის პოზიცია ბოლომდე იოლად შეინარჩუნა. მეორე ადგილი კი „M1RA-ს“ უნგრელმა პილოტმა ატილა ტაშიმ დაიკავა, რომელმაც პრაქტიკებზე თავისი „ჰონდა სივიკი“ ჩამოწერა, თუმცა გუნდმა ახალი მანქანა მოუმზადა. ტაშის მთელი რბოლის განმავლობაში უწევდა კომინის შეტევების მოგერიება, თუმცა ფინიშამდე მეტოქისთვის წინ გასვლის შანსი არ მიუცია. კომინიმ ორივე რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა და კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მეორე რბოლაში ვერ იასპარეზეს „ლეონარდის“ პილოტებმა - ჟან-კარლ ვერნეიმ და რობ ჰოფმა. ორივეს პირველ რბოლაში ავარია მოუვიდა და გუნდმა მათი მანქანების მომზადება ვერ მოასწრო. მოკლედ, ვერნეიმ ავსტრიულ ეტაპზე ერთი ქულის აღებაც ვერ მოახერხა და ლიდერობაც დათმო.

TCR-ის საერთაშორისო სერია

ზალცბურგი (ავსტრია), რბოლა 1 (14 წრე)

  1. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, ალფა რომეო ჯულიეტა) 24:50.968
  2. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, ოპელ ასტრა) 0.873
  3. სტეფანო კომინი (შვეიცარია, აუდი RS3 LMS) 1.465
  4. თომას იეგერი (გერმანია, ოპელ ასტრა) 1.964
  5. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატ ლეონი) 2.638
  6. ჯეიმს ნაში (ბრიტანეთი, სეატ ლეონი) 3.098
  7. დავით ქაჯაია (საქართველო, ალფა რომეო ჯულიეტა) 4.006
  8. იენს რენო მიოლერი (დანია, ჰონდა სივიკი) 4.631
  9. ატილა ტაში (უნგრეთი, ჰონდა სივიკი) 4.855
  10. ფრედერიკ ვერვიში (ბელგია, აუდი RS3 LMS) 5.373
  11. დანიელ ლოიდი (ბრიტანეთი, სეატ ლეონი) 5.556
  12. რობერტო კოლჩაგო (იტალია, ჰონდა სივიკი) 5.995
  13. ჯანი მორბიდელი (იტალია, ფოლკსვაგენ გოლფი) 6.753
  14. გრეგუარ დემოუსტიე (საფრანგეთი, ოპელ ასტრა) 7.825
  15. ჯაკომო ალტოე (იტალია, ფოლკსვაგენ გოლფი) 8.626
  16. ენრიკო ბეტერა (იტალია, აუდი RS 3 LMS) 10.834
  17. ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენ გოლფი) 1 წრე
  18. დანკან ენდი (აშშ, სეატ ლეონი) 3 წრე
  19. სტიან პაულსენი (ნორვეგია, სეატ ლეონი) 6 წრე
  20. რობერტ ჰაფი (ბრიტანეთი, ფოლკსვაგენ გოლფი) 7 წრე
  21. მილოვან ვესნიჩი (სერბეთი, აუდი RS3 LMS) 7 წრე

რბოლა 2 (17 წრე)

  1. რობერტო კოლჩაგო (იტალია, ჰონდა სივიკი) 27:50.474
  2. ატილა ტაში (უნგრეთი, ჰონდა სივიკი) 1.267
  3. სტეფანო კომინი (შვეიცარია, აუდი RS3 LMS) 1.503
  4. თომას იეგერი (გერმანია, ოპელ ასტრა) 1.945
  5. ჯანი მორბიდელი (იტალია, ფოლკსვაგენ გოლფი) 2.453
  6. ჯეიმს ნაში (ბრიტანეთი, სეატ ლეონი) 2.815
  7. დანიელ ლოიდი (ბრიტანეთი, სეატ ლეონი) 6.777
  8. ჯაკომო ალტოე (იტალია, ფოლკსვაგენ გოლფი) 7.436
  9. იენს რენო მიოლერი (დანია, ჰონდა სივიკი) 8.337
  10. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, ოპელ ასტრა) 9.431
  11. დავით ქაჯაია (საქართველო, ალფა რომეო ჯულიეტა) 1 წრე
  12. ენრიკო ბეტერა (იტალია, აუდი RS 3 LMS) 1 წრე
  13. ფრედერიკ ვერვიში (ბელგია, აუდი RS3 LMS) 5 წრე
  14. გრეგუარ დემოუსტიე (საფრანგეთი, ოპელ ასტრა) 6 წრე
  15. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატ ლეონი) 7 წრე
  16. დანკან ენდი (აშშ, სეატ ლეონი) 8 წრე
  17. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, ალფა რომეო ჯულიეტა) 12 წრე
  18. სტიან პაულსენი (ნორვეგია, სეატ ლეონი) 13 წრე

კლასიფიკაცია

1. სტეფანო კომინი - 125 ქულა; 2. რობერტო კოლჩაგო - 122; 3. ჟან-კარლ ვერნეი - 113; 4. ატილა ტაში - 98; 5. დუშან ბორკოვიჩი - 82; 6. პეპე ორიოლა - 79; 7. ჯეიმს ნაში - 66; 8. დავით ქაჯაია - 59; 9. ფრედერიკ ვერვიში - 53; 10. უგო ვალენტე (საფრანგეთი, სეატ ლეონი) – 46; 11. მატ’ო ჰომოლა - 44...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.271419