ფეხბურთი

18:09 | 11.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო მორატას “მანჩესტერს” ურჩევს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ალვარო მორატას თავის გუნდში გადასვლისკენ მოუწოდებს. როგორც Marca წერს, პორტუგალიელმა ესპანელ ფორვარდს მიმართა:

“მოდი ჩვენთან და აქ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნები”, - მოუწოდა მოურინიომ.

მორატას “მანჩესტერში” გადასვლის შესახებ აქამდეც იწერებოდა. როგორც ცნობილია, ინგლისური გუნდი “რეალს” მორატას სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს სთავზობს, თუმცა ესპანური მხარე 90 მილიონს ითხოვს.

თავის მხრივ, მორატაც არაა წინააღმდეგი მადრიდი დატოვოს, მეტი სათამაშო პრაქტიკის გამო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111122