ფეხბურთი

18:58 | 11.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" გნაბრი დაიმატა

ბრემენის "ვერდერის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი და გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრი სერჟ გნაბრი კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია "რეკორდმაისტერთა" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. 21 წლის ფეხბურთელმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გნაბრი ლონდონის "არსენალიდან" "ვერდერში" 2016 წელს გადავიდა. ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე კი ტურნირის ბომბარდირი გახდა. შემდეგ 2016/17 წლების სეზონში 27 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10817